მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1357 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვინც სოფლისგან და ბედისაგან არს დაჩაგრული,

დღენი კეთილნი ამ სოფელში ვინც ვერა ნახა,

ვისიც სიცოცხლე უვარგისად და ცრუდ დასახა,

ვისაც მაღალი აღარ ესმის ბუნების ენა, -

მან მომცეს ხელი, მას ავიყვან მთასა მაღალსა:

იქ იმის გული სიცოცხლისთვის კვლავ გაიღვიძებს,

ღვთიურ ცეცხლი განაცხოვლებს მის თვალს დამშვრალსა,

სოფლის სიხარულს, სოფლის ტანჯვას ის კვალად იგრძნობს,

კვლავ მოიგონებს ჩვენს მხიარულს ლხინს და სიმღერას.

წარსულნი წელნი, ტრფობის დღენი მოაგონდება,

გული ძლიერად, სიხარულით დაუწყებს ძგერას,

სიყვარულისა საღმრთო ალით კვლავ აღენთება,

კვალად შეჰხედავს ცას და მიწას ნათლის თვალითა, -

ოღონდ შეჰხედოს დაბლა ვრცელს ველს, მის წინ გარდაშლილს.

ველსა მთლად მოსილს წალკოტებით და ყვავილებით, 

ველსა ედემსა, ტურფა ედემს, ღვთისგან პირველ ქმნილს,

მის წინ მთათ რიგთა, დიდებულად ცამდინ აღმართულთ,

მაღლა ყინულით, ძირს ფურჩვნილის ტყეებით მორთულთ,

მას ვრცელ ველს შუა მშვენიერსა დიდს მდინარესა,

ზოგან კამკამით, ზოგან მჩქეფრად მომდინარესა,

შეჰხედოს, ნახოს მის მდიდარი, ტურფა შვენება,

და მისი გული სიცოცხლისთვის კვლავ გაიშლება!

როდის მეღირსოს, მშვენიერო, ჩვენო კახეთო,

მწვანით მოსილის გომბორის მთით კვლავ გადმოგხედო,

შენის მშვენებით, შენის მზერით გავიძღო თვალი,

შენს სადღეგრძელოდ შენ-წინ შევსვა სავსე ფიალი!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ