მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 16471 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სიზმრად ვნახე საქართველო

სისხლის ზღვაში ბანაობდა

და დროშა კი დაფლეთილი

ქარის ფრთებზე ქანაობდა.


და მეც ვითომ ღრუბლებიდან

დავყურებდი იმ ნაპირებს,

სადაც ნაშთი ჩახეოდა

მკერდგაპობილ მებრძოლ გმირებს;


დავყურებდი ძველ მონასტრებს,

ძველ აკლდამებს წინაპართა,

სადაც ერმა ივერიის

სისხლის დროშა ზე აღმართა.


და ვფიქრობდი: ნუთუ ხალხი

ისე დაჭკნა და დაკნინდა,

რომ სხვას მიაქვს ჩვენი სულის

სიამაყე წმინდათ წმინდა?!


ო, სამშობლოვ, შენს ერთგულ შვილს,

მაგრამ მკრთალსა და უბედურს,

ნუ, ნუ დამდებ ბრალს წარუშლელს,

ნუ მომასმენ შენს საყვედურს.


ნუ, ნუ მეტყვი, ჩემი მუზა

რომ ყოველთვის ერთსა ჩმახავს

მაშ, რა ვუყო, გენაცვალე

სად ვყოფილვარ, რა მინახავს?!


მითხარ რამე, მე ბედით კრულს,

უგზოდ, უკვლოდ, უქმად მავალს,

მითხარ რამე, რომ გავეცნო

აწმყოს, წარსულს და მომავალს,


მაშინ თვით მეც გარდვიქმნები,

მაშინ მუზაც თვალს გაახელს,

მაგრამ ჯერ კი გთხოვ, სამშობლოვ,

ნუ წამართმევ, მგოსნის სახელს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ