კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული.
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა, და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა.
არც ჰკვესოდა, არც ოხვრიდა; უსამართლო ძლიერებას მონურად ქედს არ უხრიდა!
დარჩა!.. ყველა გააოცა!.. - და ის ღვაწლი მაგალითად მიწის შვილთა მან გადმოსცა.
მიჯაჭვული ამირანი არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი.
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!.. სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |