მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა; არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მიწიერი ზეციერსა; ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა.
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში, რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში;
მეწოდეს მის ტანჯვით სული, მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული...
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა, მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |