არ გამაგონო დაფა-ზურნის ჰანგი ველური, ჩემს თბილისში ვარ, დაუკარი ტკბილქართველური!
კმარა ზურნის ხმა, გამაგონე სალამურის ხმა!
თეთრი დაირა, რომ ღუღუნებს მტრედისნაირად.
თამარ დედოფლის გვირგვინივით შვენის ქონგური.
ქართლის ქუჩებში მომწყვდეულან ქარიშხალივით.
იგი მძვინვარე შაჰ-აბასის ჯარს მიუძღოდა.
ტკბილი კი არა, მწველზე მწველი, როგორც იარა,
ჩემი სამშობლოს აოხრება მომაგონდება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალიო მირცხულავას პოეზია |