არ ამოვიკრავთ პირს ვინაიდან წილად გვარგუნე ღმერთების ენა, გიგალობთ რადგან დასაბამიდან ყოველი არსი გიგალობს შენა. როგორც გულის ხმა დაუძლეველი, ყველა ქართველში შენი მუსიკის ანთია წმინდა საკურთხეველი. მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო, მოძმე მკერდიდან არ მომიკვეთო, ტრფიალი მისი არ განმიქარვო. გავუადვილო წუთისოფელი, აი, ყველაზე ნაღდი მუსიკა, აი, ქართულო საგალობელი. უნდა იწვოდე მისი სახმილით, აჰა, მამულო, შენი გულისთქმა, შენი სიმღერა და მოძახილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მერაბ კოსტავას პოეზია |