საფიცარო დედასავით, მზის შუქივით სანატრელო, ნეტავ იმას, სულ პირველად, ვინც გიწოდა საქართველო.
შენთვის თავი გაიმეტა და მტრის ისრით განგმირულმა დაიკვნესა: ვაი დედა!
გითხრა სიტყვა საალერსო: საქართველოვ, ვენაცვალე შენს ჯადოსნურ მთას და ველსო.
დაგიჩოქა, თაყვანი გცა და იმედად გაიხადა, საქართველოს მაღალი ცა.
მზის შუქივით სანატრელო, მეც პირველად ვამბობ თითქოს: - საქართველო... საქართველო... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ხუტა ბერულავას პოეზია |