მოგეფეროთ? რა ლამაზად ბრწყინავს დილა! გვირილებო, ენძელებო, იანო... მოგეფეროთ? კოცნა მინდა - ფრთხილად, ფრთხილად - იქნებ ნაზი ბაგე დაგიზიანოთ.
მეხოტბე ვარ თქვენი ლამაზ ფერების, აი, დილით ნიავი რომ ამბავს ჰყვება, რად არ იცით, ეს ხომ მე გეფერებით.
და სიკვდილსაც მის წამწამზე ვინატრებ, შავი არი ღამე, ანუ მთვარიანი, ველად ბრწყინავს თქვენი ლურჯი სინათლე.
ნატყვიარზე ყვავილები გიფინოთ, ის ოცნება, ის დამწვარი აღტაცება, კიდევ ერთხელ გულში შემოგიფრინოთ.
იქნებ სხივი თქვენი თვალის შუქია... მშვენიერთა ყველა ნატვრა თქვენ მოგელით, გული სხვისთვის ერთსაც არ უჩუქნია.
ისევ მოხვალთ რაინდებად წასულნი, აქ დიდებას ღუღუნებენ ჩონგურები, გიმღერიან საქართველოს ასულნი.
ანთებული და მარადის მზიანი, როგორ შევძლო, ავამღერო ყველა ფერი... გვირილები, ენძელები, იანი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |