წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი!
დაურქმევიათ იმისთვის - ცოტნე, შენ - ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე.
დაბადებულა თურმე დემეტრე, განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე!
ყველა გმირმა და თავდადებულმა, დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ დემეტრე დაბადებულა.
უფრორე მეტად ამაღლებულა, დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა!
მოსპობის მდომი - დადარდებულა; დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
გათენებულა წუხელის თეთრად: დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი, ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი.
და ქეთევანი დაბადებულა. ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათებულა.
ახდენილა და გამართლებულა: დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა.
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანზორ აბულაშვილის პოეზია |