მე მამღერებს: ცაზე ნისლი და მიწაზე ნაკადული, ბექობიდან შეძახილი მთის უბეში დაკარგული;
ჩემი გმირი წინაპარი, ბუხრის პირას გაგონილი, ძველი ლექსი და ზღაპარი;
და ვარსკვლავთა ნელი კრთომა, ვარდობისთვე მხიარული, კალთასავსე შემოდგომა;
რომ ედება ყაყაჩოებს, ცისკარი რომ ლალით ხატავს გულგაღეღილ ატმის რტოებს;
აფეთქება უეცარი, სატრფოს თვალებს მოწყვეტილი ორი ცვარი, ცრემლის ცვარი;
ჩემი მიწა და მამული, ჩემი ტკბილი საქართველო, ვაჟას ცრემლით დანამული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ხუტა ბერულავას პოეზია |