დროს და წლების ქარიშხლებს სულ ფეხდაფეხ მოვყვებით, აღარ გვაკლდა არასდროს არც მტრები, არც მოყვრები. ისტორიის გზებზე და ბეწვის ხიდზეც ვაირეთ, ანალებში ვტოვებდით ჩვენს სახელს და იარებს.
ვერც წლები და ვერც მტრები ვერა, ვერ მოგვერია. ისტორიას აღვიძებს ჩვენი სისხლის წვეთები, შემერები, მოსხები, ხალიბები, ხეთები,
ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით. ევროპას და აზიას ისევ მოველანდებით ჩვენი სიგელ-გუჯრებით, ძველი ფოლიანტებით.
ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით. არ მოაკლებს უფალი მამულს შვილებს ერთგულებს, შვილებს აღმაშენებლებს, შვილებს თავდადებულებს.
ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით. არც არასდროს გავქრებით, არც არასდროს დავშრებით, ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |