ჯერ ვერ ვიპოვე, რასაც ვეძებ და... არ დავცემულვარ! ვიბრძვი ლომურად!.. საქართველოსთვის დაღვრა წვეთ-წვეთად! ეს არის ჩემი სისხლის ფორმულა!..
გადმომფენია ბევრჯერ მზე მისი!.. საქართველოზე ფიქრი მარადის! ეს არის ჩემი ტვინის დევიზი!..
ჩასაფრებული მტრების მახვილი!.. საქართველოსთვის წვა და დაფერფვლა! ეს არის ჩემი გულის ძახილი!..
და გათენების მკლავდა წყურვილი!.. საქართველოსთვის სანთლად ანთება! ეს არის ჩემი სულის სურვილი!..
კარგად იციან ძმებმა მგოსნებმა!.. საქართველოში დასაფლავება! - ეს არის ჩემი ხორცის ოცნება!..
დარი კი მაინც დარად ვიცანი! ფოსფორით ქართულ მიწის გათბობა! ეს არის ჩემი ძვლების მიზანი!..
ისევე ვიწვი, როგორც ვიწვოდი!.. სიკვდილი დიდი საქართველოსთვის! ეს არის აზრი ჩემი სიცოცხლის!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზაურ ბოლქვაძის პოეზია |