მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი, დადგეს ყიჟინის კორიანტელი, რომ საქართველოს რწმენის აკვანი კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
მტერს ავით თვალი დაენისლება, ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა, სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება.
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად. მამულისათვის, მამულისათვის, ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
ტყვია მიზანში მოსახვედრია თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია.
თავისუფალი ხალხის ბუნება?! თავისუფლება და აღტაცება დაუცხრომლობით აღესრულება.
ტყვია მიზანში მოსახვედრია. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია |