როცა ვიღვიძებ ღამე დაღვრილ გარეჯის ცრემლებს, ძაღვებში სისხლი მეყინება, სისხლი მიშრება, - რა დაგიშავეს? - შემოვარდნილ ვერაგ სპარსელებს ექვსი ათასი საუკუნე შეეკითხება.
კვამლივით დადგა მიუწვდომელ ზეცის ბოლოში... იმ მონასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების, მას აქეთ აღარ მოფრენილან საქართველოში.
სისხლის მორევში ქართლის რისხვა ამოინთხევა, - რა დაგიშავეთ? რას გვერჩოდით? - ირანელ ნადირს ექვსი ათასი ბერის ლანდი შეეკითხება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |