მე ვარ მისანი ხარი წიქარა შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო, ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე, რომ გემსახურო და გიერთგულო.
ქედზე რომ მადგას განაჩენივით არ მომიღერო გეთაყვა სახრე, სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, - ამილოკია ქვამარილივით და ხარის ცრელით დამიტირია.
ქედგახეხილი, გადატყაული... ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა არაფერი მაქვს დანაშაული.
ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, - შენზე დამრჩება ისევ თვალები ანგელოსების ამოკოცნილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |