მყინვარწვერის თოვლის თეთრო თაველო, ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო, ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო, ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო, შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო და აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო!
ოფლდაღვრილო ბევრჯერ სისხლით ნაბანო! წინაპარტა ღირსეულო სახელო და გმირების მუდამ თბილო აკვანო!
გამძლეობით უმტკიცესო რვალისა! ელვის ღვარო და მსოფლიოს ნათებავ ამ მიწიდან ამოვარდნილ ალისა!
და საღამოს მთვარევ, ჯიხვის რქიანო! აღმართ-აღმართ აღმავალო დიდებავ, შენ ახალი საქართველო გქვიანო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |