ვაზის ძირში დარწეული აკვანი, სალამურის საამური კვნესა, გმირობის და უკვდავების ზღაპარი ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.
მზის სხივებით ანთებული მარად, უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი, მთებზე თოვლი, ბულბულები - ბარად.
ზოგან არწივნი ჰქრიან, არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია!
იავნანა, ურმული და რერო, სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი ვენახები, ყანები და მდელო.
მას თავისთვის განა მეტი უნდა?.. სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს, სახლის კარი ღია არის მუდამ.
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან… არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია!
ივრის ჭალებს - კაკაბი და გნოლი… ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი ძველთაძველი თბილისი და გორი.
ნოემბერში ნარინჯების ეშხი… წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ და ქარხნების გუგუნია მთებში.
საუკუნეებს მიაქვთ. არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია!
პატარაა საქართველოს მიწა… მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა, იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.
ღვინით თასი, ყვავილებით კალთა, სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს. არის ასეთი ქვეყანა, - მას საქართველო ჰქვია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |