ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი. ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული. ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი. და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა. მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ რობაქიძის პოეზია |