შენს რუკას - შენი ბრძოლების სარკეს, წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული, ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი, დაფლეთილია შენი სხეული,
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი, მავანს და მავანს მიუტაცნია, სხვათა და სხვათა ადგას უღელი.
კოდორიანი, ალაზნიანი, თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია, ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.
პირალესილი ამდენი ცული, რა მოგიშუშებს ამდენ იარას, რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად. ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის, დაუდევრობით შენთავე შვილთა!?
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით, ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები, შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული, ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს დღეს დაფლეთილი შენი სხეული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ აბაშიძის პოეზია |