ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი… საქართველოო ლამაზო… „სხვა საქართველო სად არი?"
ცა - არცა რისი სადარი... მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი... დიდება, შენი დიდება „სხვა საქართველო სად არი?"
ქედები მხარგაშლილები... მთაში - ტყე დანაბინდები, ტყეში - ქორბუდა ირმები... ბარად შრიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები… მხარევ, მოსილო დიდებით, „სხვა საქართველო სად არი?”
მწყერი გოგმანობს ბალახში… თეთნულდზე - თოვლი მარადი, ვენახზე - მზე და ბადახში… სხვა საქართველო ვინ ნახა? „სხვა საქართველო სად არი?"
აინთებიან ცათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური მეშვიდე ცაზე ატანილს… კლდეებში ჯიხვი დაფრთხება გორში იტირებს ატამი, ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი, „სხვა საქართველო სად არი?”
მზისკენ გაფრინდა „მერანი"... და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი, მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა, სით გაუშვებდა ლელაი? აქ დაიბადა „სულიკო", მზისკენ გაფრინდა „მერანი"
ცაში ასულა ძერაი, დაბლა შრიალებს მოლისებრ ყანაი გაუყელავი... ფიქრს დაუღლია ონისე, ბახტრიონს მიდის ლელაი... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი...
ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველო სად არი?" |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |