სულ ჩემი გულის მონაწურია, რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები, ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია, და მის სიყვარულს დავემწყემსები.
როგორც წყალში დგას წნორის ძირები, სიცოცხლეს ვერსად დავესესხები, თუ სამშობლოსგან გავიწირები!
მისი ნათელი დამთოვებია, სიცოცხლე - მისი მშვენების იქით - ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!
და ტკბილი სიტყვის გამართულობა. ვით ღონიერი ნიაღვრის დენა, ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!
ეს ყვავილები მე დავაგროვე; მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი, ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!
ქართლის დიდების მე ვარ მნახველი, სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა, სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |