’’ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!” მე ვიმეორებ ყოველ ცისმარე. სხვის მიწის ხვეჭა ჩვენ არ გვჩვევია, ჩვენ საკუთარი ჩვენიც ვიკმარეთ.
მე ვიმეორებ ყოველ განთიადს. თუკი რამ კარგი გადამრჩენია, ისიც სამშობლოს დროშად ანთია.
ერთი მიზნისკენ ჩვენს გულებს იკრებს... გულო! მებრძოლებს გაუტოლადდი, თოფის ლულაზე აწყობდი ფიქრებს!
არ წარმომითქვამს სიტყვა და ლექსი, პეპელას ფრთებზე გამოვიძინე, მინანავებდა სიოს ალერსი.
მე არ ვყოფილვარ, ძვირფასო, წინათ; ჩემში რითმამ და თოფის ფიალამ თანამოსანგრედ ვერ იქორწინა.
შემოანგრიეს მზა ჯებირები კალმის მაგივრად ხმალს ვსტაცებ ხელსა, პოეტებს აქაც გავეჯიბრები.
მე ვიმეორებ ყოველ განთიადს, და თუ რამ კარგი გადამრჩენია, - ისიც სამშობლოს დროშად ანთია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |