1. ძველი მცხეთა
ძველი მცხეთა, საქართველოს ფუძე, მე ვარ მისი გაზაფხულის როშარი. შევეთვისე გულით დავიფურცლე, შრიალებენ ვარდები და შროშანი.
მოხვევია ვენახი და ასული. აქვე მზრდიდა გამრჯე წინაპარი, ჟანგიანი, ხავსიანი წარსული.
პაპამ პეშვით მომიტანა ღადარი, სად გაქმრალა კერა დანაკვერცხალი, პირველქმნილი ჩემი კვამლი სად არი?
გამოცოცხლდა სხვეტიცხოვლის მირონით, ტერფი დაგვრჩა ქვებზე ანაბეჭდი, არმაზიდან ირმებივით ვყვიროდით.
გრძელი ჟამი გამოვცურეთ მხარულით. სამარეში სუნთქავს პიტიახში, მიწით მესმის იარაღის ჟღარუნი.
როგორც ქვაზე გამოთლილი ყურძენი. მცხეთა არის ჩემი დედულეთი, არ დამჭკნარა მისი ვაზის ფურცელი.
საქართველოს მთების ცრემლი მცირედი. მე ვარ მისი ძველი მეგობარი, არმაზიდან მომყვირალი ირემი.
2. ფიქრი სერაფიტზე
მცხეთის ღამე გახლართულა სუროში, ქვას მოედო ივერიის ჭვარტლი. სერაფიტი წევს გარანდულ კუბოში, მისი თმებით მორთულია ქართლი.
ვაზის ტოტზე დაფრქვეული მადლი. ფერფლად ქმნილა სერაფიტი მაღალი, უდედნოდ წევს მისი ტურფა ლანდი.
არ დაიფშვნას, არ დაჰკარგოთ ნეშტი. კუბოთ ენთო სილამაზე მარადი და კვამლივით ირხეოდა ეშხი.
ქვაში ცოცხლობს უჩინარი ჩრდილი. სერაფიტი წევს გარანდულ კუბოში და წარსული შეგვინახა თბილი.
თუმც გავაპე ჭვარტლიანი ღამე. წამოდექი, ქვაზე ქარი ქანაობს, მე მამღერე, ან მიმღერე რამე!
ვაზი შენებრ ეტმასნება ჭიგოს. ჯვარი, როგორც გადაშლილი მარაო, შენი თმებით გაცისკრული იყოს!
არმაზის და ძველი მცხეთის ნერგო. სამარეშიც ჩვენ ლამაზი ვიყავით და მშვენებით უკვდავება გვერგო.
ჩვენამდისინ მოაღწიე ლანდით, ამოხვედი, როგორც ცისკრის სიტურფე და ამოგყვა შენ არმაზის მადლი.
შენს კუბოსთან დაჩოქილი გეტრფი. როცა მოვკვდე, მშვენიერო, გაბარებ: დამაყარე დაჟანგული ფერფლი.
3. საგალობელი სერაფიტისადმი
მშვენიერო რტოვ არმაზის! მოვვლე მცხეთა და ქინძარი. შენ ცხადი ხარ თუ სიზმარი, თუ მძინარეს მოგისწარი!
სად ხარ, გვამცნე ხვაშიადი! ჟამი გასჭერ, გადმოფრინდი, სუროს კაბით აშრიალდი!
შენი ეშხით მორწყე თურმე. კუბოდ ცეცხლი დაგიცლია, გულის ფერფლი დაგვიბრუნე.
მოგვითხრე და დაგვაჯერე, შენი სული ცხრა ფრთიანი, კუბოდ როგორ გააჩერე!
რას ვგალობდით, რა ვიყავით! ტურფავ, შენი ნაფიქრალი როგორც ლუკმა, გამიყავი.
ქინძარი და საფურცლია, შენ დაგეძებ, სილამაზევ, გული მღერით დამიცლია.
სული ჩემი რად დაიმშა! ქვაზე მწოლი სიმღერა ხარ. არ გაცივდე, არ დაიფშვნა!
აღსდეგ, თმებით აშრიალდი! შენ ხარ ძველი საქართველო, შენ ხარ ჩემი ხვაშიადი!
4. სერაფიტის გამოხმობა
ქარიშხალმა დაგიმსხვრია დარბაზი, ფრთამომტყდარი დაგტიროდა არმაზი. იმ დროიდან სამარესთან გელოდი, დავიღალე, მოიგვალვა ველობი.
კვლავ მიმღერე, რასაც ძველად ჰგალობდი, უხსოვარ დროს რომ ვგალობდით მე და შენ, ორ მდინარედ შემოსული მცხეთაში.
რომ კუბოში ჩაგეფუთნა წარსული. შენი ხმები შენახულა ჰაერში, გარინდული, შესუდრული კაეშნით!
განმეორდეს, გაარღვიოს უკუნი, დამიჯერე, მეწვის სულის სანათი, მოგიტანე ხილით სავსე კალათი.
იჭაშნიკე ჩვენი მიწის ნაყოფი. წამოდექი და წარმართულ კილოზე, მამულისთვის, ვენახისთვის ილოცე!
წელზე გერტყა ვაზის წნული ქამარი. ღვიძავს მცხეთას, გაიღვიძა ლაშქარმა, სძინავს არმაზს, შენზე გლოვამ დამშხამა.
ტურფა დაო, შენმა ფერფლმა გვაკურთხოს! სამარეა, თუ წარსულის საგულე დასტოვე და სილამაზე გვარგუნე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |