ბევრი არ მითქვამს, მამულო შენთვის სიტყვა კაზმული და საალერსო, მაგრამ გულს შენი ტრფიალი ერთვის, უნეტარესო!
დუმილი ძუნწად დამირღვევია, მხოლოდ რაც სულში მქონდა საუნჯე, შენს წინ ცრემლებად დამიფრქვევია.
სიზმრად ქცეული სიცოცხლე ქრება... დავკარგე ზღვარი დღის და ღამისა, ტრფობა კი შენი არ მეკარგება.
ან ახლა სიტყვას როგორღა ვბედავ? ნეტავ სიყვარულს ვინ უხსნის ხშირად საკუთარ დედას? |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |