მე ქართველი ვარ! ჩემი სამშობლო ორ ზღვას შუაა გადაჭიმული; თუმც პატარაა, მაგრამ ბუნებით ყოვლის სიმდიდრით არის შემკული.
შეხეთ, თითქოს ცას ებჯინებიან და იქიდანა ტურფა ქვეყანას ამაყურადა თავს დასცქერიან:
რაღაც ღრმა ძილში არის ჩაფლული და მამულისთვის არა ღელდება გაქვავებული იმისი გული!
სული და გული კვნესას დამიწყებს, მაგრამ იმედი, ისევ იმედი სულით მაშვრალსა მარად მამხნევებს.
წავა, გაივლის ეს დრო ძილისა და დღესა თუ ხვალ, უეჭველადა, გამობრწყინდება მზე მომავლისა.
აწ რაღა არის კაცი ქართველი? ის იმყოფება სიბნელეშია და თვალებს სჭვალავს დღისა ნათელი.
მის შიშით მტრები აღარა თრთიან და თვითონ ჩვენი ღვიძლი მოძმენი სოცოცხლეშივე საფლავს გვითხრიან! |