(ზოგიერთი ქართველის გასაგონად)
როცა ჯიუტად არ გესმის, რომ ორჯერ ორი - ოთხია; ცოლს მოგიხნავენ ხიზნები, ჯერ ყანას გაგითოხნიან.
შენ, ოღონდ გაძღე, გკიდია ფეხზე - ქრისტეც და მაჰმადიც; თავი ვერ მიგიტანია (ძირში მოჭრილი) სახლამდის.
და მაინც, როცა შეთვრები, რაღაც წარსულით დიდგულობ; გადასაგდები ნივთივით ნაგვის ურნასთან მიდგმულო.
რას ეუბნები წინაპარს, სისხლი რომ შენთვის აქცია; რომ დაუსახლე საფლავზე ათასი ჯურის მაქცია.
ერისკაცებსაც დასცინი უწიგნურო და უგვანო; რამდენს გიხდიან თურქები უკანალი რომ უქანო?!
მალე მიხვდები თავადაც თავი რა შარშიც გაყავი; რამ დაახვავა, გამჩენო, ერთად ამდენი ნაგავი.
მე ისევ გეტყვი ჯიუტად, რომ ორჯერ ორი - ოთხია; მტერი შინა გყავს, ქართველო, მოგწონს და, დედაც მოგხნია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ღლონტის პოეზია |