მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1315 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მთელი სამყარო უსასრულო ღვთის ტაძარია,

და ქრისტეს სჯული სიყვარულის დედო ზარია.

ო, დედა-ზარო,

გუგუნებდე და გვაფხიზლებდე,

ხმას მიაწვდენდე ახლობელს თუ შორით მისრეთელს.

ერო, ამ ზარით ამაღლდები ვარსკვლავთ ხომლამდე,

ერო, ეს ზარი აგაშორებს ყველა ხურვებას.

ღმერთმა ნუ ქნას და ზარი ესე რომც ჩამოვარდეს, -

მთელ საქართველოს მუზარადად დაეხურება.

ო, დედა-ზარო, -

მუზარადო, ჩაფხუტ-ჩაჩქანო,

ჩვენი მოშურნე, ჩვენი მტერი არ აჭაჭანო.

გააპეთ შუაზე ეს ბავშვები, დაიდეთ ცოდვა!

გააპეთ შუაზე ,

და იხუვლებს დრო ლეგენდებად:

ყველა ბიჭიდან გამოხტება პაატა, ცოტნე,

ყველა გოგოდან - ქეთევანი გამომზევდება.

ო, დედა-ზარო, შენ დამოძღვრე ჩვენი ქალ-ვაჟი,

ეს მიწა-წყალი შენ აკურთხე მეხგადავლილი.

ო, ღვთისმშობელო, შენ ჩაისვი ღვთიურ კალთაში

ჩვენი პატარა საქართველო შემკრთალ კრავივით...

ზარო კეთილო, დაჩოქილი მინდა გისმენდე,

რეკდე... გრგვინავდე... გუგუნებდე...

და გვაფხიზლებდე...

შენ წმიდა კაცო, ფეხადგმულო ქრისტეს საყდარო,

უნდა გვაჯობო და სწორი გზით უნდა გვატარო.

ჩვენი ვალია, მაგ სწორ გზაზე მოგყვეთ ბოლომდე,

ლომი კრავობდეს, მაგრამ ზოგჯერ კრავიც ლომობდეს!...

იმ ღამით რად ვერ შეაძრწმუნე ერი გულადი,

სიკერპე რად ვერ შეაჩვენე ერში შემძვრალი,

ქრისტეს მუხლებში და ერს ფეხქვეშ რომ ჩაუვარდი,

დრტვინვით, გოდებით ცა და მიწა რად არ შესძარი!

ერის მამაო,

ცის და მიწის სათნო ხიდი ხარ,

და უფლის სიბრძნით აშოშმინებ კაცთა სიცეტეს.

ამ ზარს,

დედა-ზარს ენასავით, ვიცი, ჰკიდიხარ,

მაშ სცემდე...

სცემდე...

არისხებდე...

და გვაფხიზლებდე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ