მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 7002 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როდესაც შვილი შინიდან მიდის,

რომ გაჰყვეს ტოლებს, გზებსა და შუკებს,

ღიმილით მიდის და ეს ღიმილი

მხოლოდ ბავშვური არ არის უკვე, -


შენ შეშფოთებით შეჰყურებ პირმშოს,

ცრემლით სველდება ცისფერი ფარდა,

და გარინდებით, და გარინდებით,

და გარინდებით ჩერდები კართან.


როდესაც შვილი შინიდან მიდის,

და შენ არ ძალგიძს რომ შეაჩერო,

შიშით შორდები და ეს შეკრთომა

არა გსურს თუნდაც მის თვალს აჩვენო;


როდესაც შვილი შინიდან მიდის

და არჩევანი არის ურყევი,

თან გაატანე, დედავ კეთილო,

თილისმა შენი ლოცვა-კურთხევის.


ვიდრე ბავშვები იბუმბლებიან,

არცა ჯავრი აქვთ მომავლის დღეთა,

მათ საკუთარ ფრთებს ვაძლევთ მთლიანად

სიყვარულთან და იმედთან ერთად;


მათივე სახელ-დიდებისათვის

ვიპყრობთ მწვერვალებს შეუპოვრები

და თავსაც ვწირავთ, რომ იყოს წყნარი

ყოველი წამი მათი ცხოვრების.


ამისთვის ვცოცხლობთ, ვიწვით, ვანათებთ,

ვიბრძვით, ვისახავთ მშვენიერ მიზანს…

მაშ ნუღარ შფოთავ, იყავი მშვიდად,

წავიდეს, ჰქონდეს ბედნიერი გზა!


როდესაც შვილი შინიდან მიდის, -

განა დროებით ან სასეირნოდ, -

დაე თან გაჰყვეს ლოცვა დედური,

წმიდათაწმიდა და საზეიმო!

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ