დედა! სიკეთის წყაროა დედა! დედა ლექსია ალალად თქმული. დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ, დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.
ვიტყვით და გულში ინათებს, დედის სახელი მზით ნაქარგია. დედა - სინათლე, დედა - სიმართლე, დედა - ყოველი, რაც კი კარგია!
მჩქეფარე გული და თვალი, ზრუნვით რომ დასცქერს ცხოვრების დუღილს. მოხუცი დედის ხელები მჭკნარი შვილს მთელი ქვეყნის სიცოცხლედ უღირს.
მამულის დროშის მკერავი, დედა ზრუნვაა, დედა - ფერება. ისეთი ლექსი ვერ ვთქვით ვერავინ, დედას რომ მართლაც შეეფერება!
შვილისთვის დნება, როგორც სანთელი, წყაროზე წმინდა დედის ცრემლია, დედის ღიმილი - მზეზე ნათელი!
დედა, აკვანი არის სიმბოლო ერის ბედისა. დედა ვადიდოთ, მას ვცეთ თაყვანი, ეს სადღეგრძელოც იყოს დედისა!
სიცოცხლის წყაროა დედა! დედა! ლექსია ალალად თქმული. დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ, დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.
მუდამჟამ გასახარელი, შვილებს ალერსით გვათბობს, გვანაზებს, დედაზე ტკბილი და საყვარელი არაფერია ამ ქვეყანაზე! |