ნურავინ მეტყვით ნურც შინ, ნურც გარეთ, გინდ ვიცინოდე, გინდ ვკვნესდე მწარედ, რომ ქვეყანაზე დედაზე ტკბილი, გრძნობით მხურვალე და გულით თბილი სხვა ვინმე იყოს. თუმცა შორსა მყავს, მაგრამ დედის გულს, იმის ტკბილ ალერსს, იმის სიყვარულს და გულით ნათქვამს სევდიან ნანას, მარტო მაუფლოს გინდ მთელ ქვეყანას, რად დამავიწყებს! დღისით თუ ღამით, ცხადად თუ ძილში, მწარე მოთქმაში, გინდა ღიმილში, მის წმინდა ალერსს გულით ვატარებ, მის ნათელ სახეს თვით მზეს ვადარებ. |
ლექსები დედაზე • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |