წყაროს წკრიალი რომ მესმის, გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი, ეს დედაჩემის ხმა არის და დედაჩემის სიცილი!
მთას მიქარგული არშიად, დედას, საყვარელ დედილოს თითქოს თმა ქარში გაშლია!
დედის კალთაა ნამდვილად, მთაზე რომ თეთრი ნისლია, დედამ უბოძა მანდილად!
მიწის ყოველი მტკაველი, დედის მკერდივით თბილია, ტკბილია ჩემი მთა-ველი! |
ლექსები დედაზე • • • • • • ალეკო შენგელიას პოეზია |