თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი, ეზოს ჩამოვურბენ ფრენით, შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი, ძალა მომეცემა შენით.
ჩემსკენ გამორბიხარ ვხედავ. მერე ნატკენ ხელებს გულზე დაიკონებ, მალე რომ მომირჩეს დედა.
ბაგით მომისინჯე მძინარს, ჩემი წუხილები შენთვის წაიღე და დილა შემაგებე მცინარს.
წელზე შემომხვიე ხელი, გულზე მიმიკარი, შვებად ამიკვნესე ტკბილი იავნანა შენი.
მასთან უძლურია ბედი, როცა შენთანა ვარ აღარ მეშინია, აღარც მეტირება დედი.
თორემ გამიძნელდა ხედვა, შენი ნაამბობი ზღაპრის სამყაროში ისევ დამაბრუნე დედა.
შენით იმედები ვთვალო, ჩემო მადლიანო, ჭირთა დამთმენელო ჩემო თმაჭაღარა ქალო.
ამსვი ვარსკვლავების ზედა, გახსნილ ჭრილობაზე სული შემიბერე მკერდზე დამაძინე დედა. |
ლექსები დედაზე • • • • • • ნანა მეფარიშვილის პოეზია |