ნანა, ჩემო პაწაწინავ, ჩემო მზევ და სახელო. დედის გულში უფლის ხელით ანთებულო სანთელო.
ნანა, ჩემო ხალისო, შენითა მაქვს სიხარული და იმედი ხვალისო.
ანგელოსი ძილსაო, ჯვარს გადაგწერს საკეთილოდ ლამაზ სახე-პირსაო.
ნანა, დედის გულსაო, სათნოებავ, ზეციერო, ჩემი შვილის სულსაო.
მშვიდად, ჩემო პატარავ, შენით იქნებ საქართველომ შეძლოს ლელოს გატანა. |
ლექსები დედაზე • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |