საკონსულო ოლქი - მიმღები სახელწიფოს ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც საკონსულო წარმომადგენელი უფლებამოსილია განახორციელოს მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციები.
საკონსულო ოლქის საზღვრები განისაზღვრება კონსულის წარმდგენი და მიმღები სახელმწიფოების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
საკონსულო ოლქის საზღვრები მითითებულია თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონსულისთვის გადაცემულ საკონსულო პატენტში ან სხვა დოკუმენტში, რომელიც მის პოსტზე დანიშვნას ეხება.
საკონსულო ოლქის საზღვრებისა და შემადგენლობის ცვლილება დასაშვებია მოხდეს მხოლოდ ორი სახელმწიფოს ერთობლივი გადაწყვეტილებით.
მიღებული პრაქტიკის თანახმად, საკუთარი ოლქის საზღვრებში კონსულს აქვს უფლება უშუალოდ მიმართოს მიმღების ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურ პირებს.
ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონტაქტს კონსული ამყარებს თავისი ქვეყნის საელჩოს საშუალებით.