ეგზეკვატურა (ეკზეკვატურა) (ლათინური სიტყვიდან exequare - გამორკვევა) ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს, რომ მიმღები სახელმწიფოს მთავრობა სცნობს საზღვარგარეთის კონსულს (დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულების მეთაურს) ამ რანგში.
ეგზეკვატურის გაცემით, სრულდება კონსულის აკრედიტაციის პროცესი - მუშაობის დასაწყებად მივლინებულ ქვეყანაში.
ეგზეკვატურა ნიშნავს, რომ კონსული ფლობს საკონსულო პატენტს, რომელიც გაცემულია წარმდგენი სახელმწიფოს მიერ.
ეგზეკვატურის ტექსტში, შესაძლოა განსაზღვრული იყოს საკონსულო ოლქის საზღვრები და შემადგენლობა, სადაც ვრცელდება კონსულის უფლებამოსილება (ზოგიერთ ქვეყნებში საკონსულო ოლქის საზღვრები დგინდება ცალკე დიპლომატიური მიმოწერით).
ეგზეკვატურა გამყარებულია მიმღები სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერით (ან საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერით - სახელმწიფოს მეთაურის ადგილობრივი პრქტიკიდან გამომდინარე) და ბეჭდით.
დიპლომატიური პრაქტიკის თანახმად, ეგზეკვატურის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმღები სახელმწიფო არ არის ვალდებული, შეატყობინოს წარმდგენ სახელმწიფოს ასეთი გადაწყვეტილების მოტივები.