დრაგომანი (ფრანგულიდან dragoman და არაბულიდან targuman - მთარგმნელი, თარჯიმანი) ოფიციალური თარჯიმნის მოძველებული სახელწოდებაა, რომელიც შედიოდა დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში აღმოსავლეთის ქვეყნებში.
დაწესებული ტრადიციების მიხედვით დრაგომანი ფლობდა რამოდენიმე აღმოსავლურ და თუნდაც ერთ ევროპულ ენას. იგი დიპლომატიური ან საკონსულო კორპუსის წევრად ითვლებოდა.
დრაგომანები, როგორც წესი, არა მხოლოდ თარჯიმნები იყვნენ, არამედ ავტორიტეტული სპეციალისტები, რომლებიც გარდა თარჯიმნობისა, დიპლომატიურ ფუნქციებსაც ითავსებდნენ და შესანიშნავად იცოდნენ მიმღები ქვეყნის ისტორია, კანონები და წეს-ჩვეულებები.
ეს სპეციალისტები ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებდნენ და ზოგჯერ თანამდებობაზე რჩებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში.
თანამედროვე დიპლომატიურ პრაქტიკაში, ტერმინი დრაგემონი თანდათანობით ამოდის ხმარებიდან, თუმცა შესაძლოა ის გამოყენებული იქნას გადატანითი მნიშვნელობით - იმ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიმართ, რომლებიც ირიცხებიან დიპლომატიური მისიის შტატში და კარგად ფლობენ აღმოსავლურ ენებს.