აკლამაცია (ლათინურიდან „acclamatio“ - წამოძახილი), დიპლომატიურ პრაქტიკაში ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების მეთოდს - ხმის მიცემისა და დათვლის გარეშე.
ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტის, კონფერენციის, სხდომის, ფორუმის და ა.შ რეგლამენტით, გადაწყვეტილება მიიღება მონაწილეთა რეაქციის საფუძველზე: წამოძახილები, აპლოდისმენტები, რეპლიკები, გამონათქვამები ადგილიდან და ა.შ.
ჩატარებული ღონისძიებების ოფიციალურ პროტოკოლებში, როგორც წესი, კეთდება ჩანიშვნა - „გადაწყვეტილება მიღებულია აკლამაციის გზით“.