Non Paper (ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „არარსებული ქაღალდი“) - არის დოკუმენტის სახე, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე დიპლომატიურ და პოლიტიკურ პრაქტიკაში.
თავად დოკუმენტი კი წარმოადგენს გარკვეული სახის გაუპიროვნებელ მემორანდუმს - საკითხის არსის შესახებ მოკლე ჩანაწერს, განსახილველი დოკუმენტის შეთავაზებული ფორმულირებით.
ჩვეულებრივ, ასეთ დოკუმენტს არა აქვს სათაური და ხელმოწერა, თუმცა იგი შეიძლება შეიცავდეს ტექნიკურ ქვესათაურებს.
ასეთი ტიპის დოკუმენტის გამოყენება, შესაძლებლობას იძლევა საკმაოდ თავისუფალი ფორმით იქნეს დაფიქსირებული მოლაპარაკებებზე შექმნილი სიტუაციის დროს შეთავაზებული წინადადებები, შეტანილი იქნეს ახალი ელემენტები საპირისპირო მხარისთვის გაცნობის მიზნით.
როგორც წესი, ასეთი სახის დოკუმენტები არ განიხილება, როგორც ოფიციალური და გამოიყენება როგორც სამუშაო მასალა.
სადმე, Non Paper - ის დამოწმება შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტის ავტორის მითითების გარეშე. დოკუმენტი აგრეთვე არ არის განკუთვნილი ციტირებისთვის და მითუმეტეს საჯაროობის მინიჭებისთვის.