მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1506 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როდესაც ჩვენ ბნელით მოცულ ოთახში ერთად ვსხედვართ და მხოლოდ თვალთა სხივით ვწვდებით სიღრმეს ურთიერთის სულისას და სული ჩემი შენსას უახლოვდება, მე მსურს მეგობარო, გაუწყო გულისნადები ჩემი, მინდა შეგატყობინო თუ რას ეძიებს აზრი ჩემი, რას ეძახის დაობლებული სული ჩემი.

მინდა, მაგრამ…

ვდუმვარ, მეგობარო, რადგან სუსტია სიტყვა, გადმოგცეს ძახილი ჩემი სულისა; მას არ ძალუძს გამოხატოს გრძნობათა ღელვა.

ბნელია კუთხე ადამიანის გულისა და სუსტი სიტყვა ვერ გაანათებს მას. არ ძალმიძს ეს მე, მეგობარო,  და ვდუმვარ… ვდუმვარ.

ვდუმვართ ჩვენ ორივენი.

მაგრამ იცი, რა დიდია ჯადოსნური სამეფო მდუმარებისა?

და რად გინდა სიტყვა ცბიერი, სიტყვა გესლიანი და მაცდური? უკუაგდე ის. დაე, მდუმარებამ მოიცვას ბაგენი შენნი და ნუ მოშხამავ სიტყვით წმინდა გრძნობათა ნაზ თაიგულს.

ჟამსა მდუმარებისასა გაიგებ შენ, თუ რას ეძახის სული ჩემი. გაიგებ მის სევდას, გაიგებ, თუ რით იტანჯვის გრძნობა და რას ეძიებს დაუღალავი აზრი მაძიებელი ადამიანისა…

და დაკარგულად ჩასთვალე შენ დღენი, როდესაც  მდუმარებას არ მოუცავს ბაგენი შენნი, მდუმარებით არ გისაუბრია შენს სულთან…

ნუ გეშინია მდუმარებისა, ვინაიდან იგია დასაბამი ბრწყინვალე საქმეთა, იგია აკვანი წმინდა გრძნობათა გამზრდელ-გამფურჩქვნელი.

დიდია მდუმარება და საშინელიც არის იგი, ვინაიდან მდუმარებაში სწყდება სიმები იმ ზღაპრული ქნარისა, რომელსაც სიცოცხლეს ეძახიან, მდუმარებაში იწერება შავი ფურცლები შენი ცხოვრებისა და სამარადისო მდუმარება შთანთქავს მას.

საშინელია მდუმარება, ვინაიდან ამ მდუმარებაში გაიგონებ შენ ჯოჯოხეთურ ხარხარს ცხოვრების ჯალათისას და შავი მდუმარება გაქცევს უფერო არარაობად…

მაგრამ მაინც გიყვარდეს მდუმარება, ვინაიდან მხოლოდ მასში ჰპოვებ შენ ძლიერებას შენსას, ვინაიდან მდუმარებით ჩაიხედავ სულის სიღრმეში და დანინახავ სახეს ადამიანისას.

მდუმარებდე, შენ, მეგობარო, და დაკარგულად ჩასთვალე ის დღე, როდესაც შავ მდუმარებას არ მოუცავს განუსაზღვრელი სიღრმე შენი სულისა.

და მდუმარებდე შენ, მეგობარო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ