მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 243 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გულმავიწყი კაცი იყო. ყველაფერი ავიწყდებოდა.

ჯერ იყო და წუხანდელი სიზმარი დაავიწყდა. შემდეგ ხელ-პირის დაბანა დაავიწყდა. შემდეგ აღარ ახსოვდა, ისაუზმა თუ არა და, ყოველი შემთხვევისათვის, რამდენჯერმე ისაუზმა.

შემდეგ სამსახურში წასვლა დაავიწყდა და შინ დარჩა.

შემდეგ ისიც დაავიწყდა, რომ შინ დარჩა და ხელმეორედ დარჩა შინ.

დაავიწყდა გულმავიწყ კაცს, ცოლი რომ ჰყავდა და მეორე ცოლი მოიყვანა. მაგრამ დაავიწყდა პირველი გაეშვა. შემდეგ ისიც დაავიწყდა, მეორე ცოლი გაეშვა და მესამე მოიყვანა.

მხოლოდ ერთხელ გაახსენდა გულმავიწყ კაცს, გულმავიწყი რომ იყო: ყველა თავისის ვალი გაახსენდა.

შეწუხდა გულმავიწყი კაცი. დიდხანს იხსენებდა თავის გულმავიწყობას და როგორც იქნა, გაიხსენა. და მას კიდევ უფრო მეტი დაავიწყდა, ვიდრე იცოდა.

ბოლოს, გულმავიწყ კაცს ისიც დაავიწყდა, რომ დაიბადა და ხელახლა დაიბადა, ოღონდ ამჯერადაც გულმავიწყი დაიბადა.

ბოლოს არაფერი დარჩა დასავიწყებელი და გულმავიწყ კაცს სიცოცხლეც დაავიწყდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ