რეზო ინანიშვილის დედის დასაფლავებაზე ასეთი რამ გაუხსენებიათ:
რეზოს დედას, სიკვდილის წინ, ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად, თავისი ქონება (რა ექნებოდა საწალ დედას) დაურიგებია:
- ეს ჩემი კაკოს ცოლსო, ეს ჩემს ქალიშვილსო, ფარდები ისევ კაკოს მეუღლეს, ეს საკაბე ისევ ჩემს ქალიშვილსო.
რეზოს ცოლს, ქალბატონ როზას ღიმილით უკითხავს:
- კი მაგრამ დედა, მეო, მე არაფერიო?
- რატომ არაფერიო! - შენ რეზო ინანიშვილიო.