მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 232 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთის თხემიდან ადამიანი დაბლა-დაბლა მოდიოდა. თმაგაწეწილი იყო, ფეხშიშველი, ავადმყოფი. მაინც უხაროდა, რომ მწვერვალის ნისლსა და ბურუსს განშორდა და ამაყად ადგამდა ფეხს: სიამოვნებით უყურებდა განათებულს, ცოცხალ სოფელ-ქვეყანას.

ღმერთი აღმართ-აღმართ მოდიოდა. მხარზე გადაგდებული მოსასხამი მხოლოდ ზოგიერთ ადგილს უმალავდა. მარმარილოსაგან გამოქანდაკებულს უგავდა სხეული. თავზე გვირგვინი ედგა.

ბილიკზე ერთმანეთს შეხვდნენ ადამიანი და ღმერთი.

- ჭეშმარიტების სალარო ხარ და თაყვანსა გცემ; მშვენიერი ხარ და მიყვარხარ; უძლეველი ხარ და მშურს, მაგრამ მეცოდები თანაც!

- როგორ თუ გეცოდები?!

- დიახ, მეცოდები! შენ ყოველისფერს ჰხედავ და მეცოდები; შენ უკვდავი ხარ და მეცოდები. რაც უნდა მოგაბეზროს თავი საგანმა, მაინც შეხედავ, რაც უნდა გეზიზღებოდეს, თვალს ვერ მოაშორებ - მეცოდები! ეს კიდევ არაფერი. უდიდესი ჩემი უბედურება ვერ შეედრება შენს აუტანელ მდგომარეობას: რაც უნდა შეგძულდეს თავი, შეგეზიზღოს თავი, რაც უნდა ისურვო გაჰქრე, მოისპო - არ შეგიძლია. შენ უკვდავი ხარ!

მეცოდები, უფალო; ჩემს უმწვერვალესს ტანჯვაშიაც კი შენი ბედი მანუგეშებს - შენ ჩემზე უბედური ხარ. ჭეშმარიტად, უფალო. მეცოდები, რომ შეიძლებოდეს, მაინც არ გაგიცვლი ბედს.

ღმერთს ეწყინა, ალმაცერად შეხედა ადამიანს და აღმართ-აღმართ წავიდა.

ადამიანი კი დაეშვა დაღმართ-დაღმართ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ