მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 337 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფერიების დიდ თავყრილობაზე ანაწილებდნენ ჯილდოებს ახალშობილთა მორის, რომელნიც უკანასკნელი ოცდაოთხი საათის მანძილზე მოვლენოდნენ ამ ქვეყანას.

ბედისწერის ეს ძველთაძველი, ჭირვეული დები, ნამდვილი დედები სიხარულის და მწუხარებისა, სავსებით არ ჰგავდნენ ურთიერთს. ერთნი დაღვრემილნი იყვნენ და პირქუშნი, მეორენი - ანცნი და მხიარულნი; ერთნი ყმაწვილნი იყვნენ, მეორენი - მხცოვანნი. მიხრწნილებაში გადამდგარნი, ყველა ის მამები, რომელთაც სწამდათ ფერიებისა, აქ მოგროვილიყვნენ, ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა თავისი ახალშობილი ბალღი.

ნიჭნი, უნარნი, იღბალი თუ გადაულახავი დაბრკოლებანი, გაწყობილი იყო სამსჯავროს წინაშე, როგორც პრიზები. ესტრადაზე, მათი დარიგების დღეს, თანაც ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ის იყო, რომ ეს ჯილდოები რაიმე დამსახურების, ან ძალისხმევის მიხედვით როდი რიგდებოდა, არამედ როგორც წყალობა მათთვის, ვისაც ჯერ არ შეედგა ფეხი ცხოვრებაში; ეს განაპირობებდა მის ბედს თუ უბედობას.

საბრალო ფერიები დიდ გაწამაწიაში იყვნენ, ვინაიდან მომსვლელთა რიცხვი ძალზე დიდი იყო, ხოლო ეს შუამდგომელნი ღმერთსა და კაცს შორის, ჩვენგვარადვე ექვემდებარებიან საშინელ კანონს დროისას და მის ურიცხვ მემკვიდრეთა: დღეებისას, საათებისას, წუთებისას და წამებისას.

მართლაც რომ თავგზა აბნეოდათ ფერიებს, როგორც მინისტრებს მიღების დღეს, ან ლომბარდის მოხელეებს, რომელნიც ნაციონალური დღესასწაულის გამო ხალხს გამოსყიდვის გარეშე ურიგებდნენ ხოლმე დაგირავებულ ნივთებს. მე მგონი, ისინი ისეთივე მოუთმენლობით დაჰყურებდნენ საათებს, როგორც მიწიერი მსაჯულნი, რომელნიც მთელი დღის განმაგლობამი სხდომაზე ყოფნისას უნებლიეთ იწყებენ ოცნებას სადილზე, ოჯახზე, თავიანთ ძვირფას ფეხსაცმელებზე და ა.შ. ასე რომ, თუ ამ ზემიწიერ სამსჯავროშიც კი შეიმჩნეოდა მცირეოდენი აჩქარება და თვითნებობა, არ უნდა გავიოცოთ მსგავსი მოვლენები მიწიერ სამსჯავროებში. ასეთ მდგომარეობაში ვერც ჩვენ ვიქნებოდით ბოლომდე სრულყოფილი და სამართლიანი მსაჯულნი. მართლაც, იმ დღეს მათ მრავალი შეცდომა დაუშვეს, რაც გასაკვირი იქნებოდა, გონიერება რომ ყოფილიყო ფერიების ძირითადი თვისება და არა ფუქსავატობა.

ასე, მაგალითად, ერთადერთ მემკვიდრეს ძალზე მდიდარი ოჯახისას მიეცა თვისება სიმდიდრის თითქოსდა მაგნიტით მიზიდვისა. იგი არც ქველმოქმედების უნარით იყო დაჯილდოებული, არც არავითარი კეთილი საქმის სიყვარულით, ასე რომ, შემდგომში მისთვის მძიმე ტვირთად უნდა ქცეულიყო მისი მილიონები.

მსგავსად ამისა, მშვენიერების სიყვარული და პოეტური ნიჭი დაჰყვა ვაჟს ერთი სავსებით გაუთლელი კაცისას, რომელიც ხელობით ქვისმთლელი იყო და არ შეეძლო განევითარებინა ტალანტი თავისი უბედური ძისა და ვერც აკმაყოფილებდა მის სულიერ მოთხოვნილებას.

მე დამავიწყდა აგრეთვე, რომ ნიჭთა განაწილება ამ საზეიმო დღეებში შემდგომ გადახედვას არ ექვემდებარება და შეუძლებელია უარის თქმა რომელიმე ჯილდოზე.

ფერიები წამოიშალნენ, მათ ეგონათ, დამთავრდაო ჩვენი მძიმე შრომა, ვინაიდან აღარ დარჩენოდათ აღარავითარი ძღვენი, აღარც ერთი ჯილდო, რათა გადაეგდოთ ამ ბრბოსათვის. და ამ დროს უეცრად ერთი კაცი, როგორც ჩანს, მეწვრილმანე ნოქარი, წამოდგა, ხელი სტაცა ნისლოვან-ბრწყინვალე მოსასხამს ერთი ახლომდგომი ფერიისას და შესძახა: „ჰეი, მადამ! ჩვენ რად დაგვივიწყეთ, კიდევ ერთი პატარა დაგრჩათ! ტყუილად ხომ არ მოვსულვარ!“

ფერია შეცბა, ვინაიდან უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი. თუმც მას დროულად გაახსენდა ერთი კანონი, რომელიც მართალია, იშვიათად გამოიყენება, მაგრამ მაინც კარგად არის ცნობილი ზებუნებრივ სამყაროში, სადაც ჰაეროვანი, უხორცო არსებანი მკვიდრობენ: ფერიები, გნომები, სალამანდრები და სილფები, ნიქსები და ალები, ეს მეგობრები ადამიანის,ა რომელნიც იძულებულნი არიან ხშირად გაითვალისწინონ კაცის ვნებები და შეუგუონ მას თავიანთი ქმედებანი. მე ვგულისხმობ იმ კანონს, რომელიც უფლებას აძლევს ფერიებს,

მსგავს შემთხვევაში როდესაც ჯილდოები ამოიწურება, შექმნან კიდევ ერთი, განსაკუთრებული ჯილდო, იმ შემთხვევაში, თუ ეყოფათ ფანტაზია მის გამოსაგონებლად იქვე, ადგილზე.

ჰოდა, ფერიამ მიუგო ღირსეულად, თავისი რანგისთვის შესაფერი ტონით: „შენს ვაჟს ვჩუქნი... ვჩუქნი... სხვათათვის თავის მოწონების უნარს!“

„რაო, თავის მოწონებაო? რის მოწონება, რა მოწონება!“ - გაჯიუტდა ნოქარი, რომელიც, როგორც ჩანს, ერთი იმ შაბლონურ რეზონიორთაგანი იყო, რომელსაც არ ძალედვა აბსურდის ლოგიკამდე ამაღლება.

„დიახ, აი, ასე და ამრიგად!“ - მიუგო განრისხებულმა ფერიამ და ზურგი აქცია მას; ხოლო შემდეგ, როდესაც შეუერთდა კრებას თავისი მეგობრებისას, თქვა: „დამიხედეთ ამ ფრანგ ყოყლოჩინას, ამ ქონდრისკაცს, რომელმაც თავისი შვილისთვის ყველა ჯილდოთაგან საუკეთესო იგდო ხელთ და კიდევ თავს მაბეზრებს "შეკითხვებით და დაობს უდავოზე“.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ