მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 274 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სუფრას სამნი უსხდნენ: დომბური, კოლა და მაღალი გივია.

დომბური თამადაა, მაღალი გივია - მასპინძელი და ამიტომაც დიდი, ხუთჩარექიანი ხელადიდან ღვინოს ის ასხამს.

კოლა ამათი ძმაკაცია.

მასპინძლის თხუთმეტი წლის ბიჭს  - ვასიკოს, ბუხარში შეუყვია თავი და მწვადს წვავს.

კაცებს საჭმელი მოუნარიკლებიათ - სუფრაზე პური და მწნილიღა უდგათ თეფშებით. დომბური სადღეგრძელოს აჭიანურებს - მწვადს ელოდება, თვალი წამდაუწუმ ბიჭისკენ გაურბის.

- ჰა, კაცო, გაშრა ყელი! - ამბობს გივია.

დომბური სავსე ჭიქას აიღებს, ღვინოში ცერა თითს ჩაყოფს, შიგ ჩავარდნილი პურის ნამცეცი უნდა რომ ამოიღოს, წვალობს, მაგრამ ვერაფერს უხერხებს. ბოლოს ისევ ბიჭისკენ გაექცევა თვალი:

- რად, უნდა ბიჭო, მაგდენი?! მიიდე ლოყაზე, თბილია - მაიტა!

ბიჭი ბუხრიდან გამოიხედავს - სახე წითლად უღუის, კვამლისგან თვალები ეწვის:

- უმია, ძია..

- მგელი სულ უმსა სჭამს და როგორი ბიჭია?

კოლას გაეცინება, მაღალ გივიასაც. დომბური გაკვირვებული უყურებს იმათ.

ბიჭი შამფურებს გადააბრუნებს და ნაკვერჩხალს სულს შეუბერავს. გული გარეთ მიუწევს.

გარეთ კი თოვს, თოვს, რომ მეტი არ იქნება!

თეთრი, ფაფუკი თოვლი დევს ეზოებში, სახლის სახურავებზე, გზაზე, ღობეებზე. თოვლით შესუდრულა სოფლის შემოგარენიც - დიდი, განიერი მინდორი, რომელსაც „ნაფეტვრებს“ ეძახიან. შორს, ნაფეტვრების ბოლოში მოჩანს განაცისფრებული ტყისპირი.

ბიჭი წარმოიდგენს. რომ ტყის პირიდან მგელი იცქირება - დიდი, აი, ამ დომბურისოდენა ხვადი. გაუნძრევლედ დგას. ხშირ ბალანზე თოვლი დასდის და დაჟინებით უყურებს თოვლში ჩაჩუმქრულ სოფელს, საკვამურებიდან ამომავალ ბოლს, მისდის მწვადის სუნიც.

- მგელი სულ უმსა სჭამსო! - როხროხებს მაღალი გივია.

- ჰო, რა იყო, ტყუილია?! - ბრაზობს დომბური.

- მიიდე ლოყაზე, თბილია - მაიტაო! - იცინის კოლაც.

კაცებს ღვინო მოჰკიდებიათ.

ბიჭს ჩუმად, თავისთვის ეღიმება.

იქ კი ნაფეტვრების ბოლოში, თოვლით ჩამობურულ ტყეში, დათოვლილი ჯაგრცხილის ქვეშ მართლაც დგას დიდი ხვადი მგელი და სოფლისკენ ანთებული თვალებით იცქირება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ