არაოფიციალური გამოსვლის დროს, პოლიტიკოსის სამოსი მშვიდ, სადა ფერებში უნდა იყოს შერჩეული, რათა დამსწრე საზოგადოების ყურადღება თქვენს სახეზე იყოს მიპყრობილი და არა ტანსაცმელზე. სასურველია ყავისფერი, რუხი მწვანე ან რუხი ლურჯი ფერის პიჯაკი.
პერანგი პასტელის ტონებში შეარჩიეთ (ლურჯი, ღია სირენისფერი, ვარდისფერი) ისინი უკეთესად განაწყობენ თქვენს მიმართ, ვიდრე მკაცრი თეთრი ფერი.
ჰალსტუხი თვალს უნდა ახარებდეს, მაგრამ მყვირალა ფერის არ უნდა იყოს, რათა აუდიტორიის ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს.
ნუ დადგებით ზედმეტად გაჭიმული. დაჯექით როცა სხვები ლაპარაკობენ. გახდით აუდიტორიის შემადგენელი ნაწილი. იყავით აქტიური მსმენელი. თავაზიანად, ოდნავ შესამჩნევად დააქნიეთ თავი, როცა რომელიმე ორატორს რამეში ეთანხმებით. დროდადრო გაუშვით ხელიდან მართვის სადავეები, რომ გარშემომყოფებმა თავი თავისუფლად იგრძნონ.
არაფორმალურ ვითარებაში დიალოგის სწორად წარმართვის უნარი საშუალებას მოგცემთ აუდიტორიასთან უშუალო ურთიერთობები დაამყაროთ და შეიქმნათ კარგი რეპუტაცია.