ჩაი პროდუქტია, რომლის გარეშე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.
ჩაი შეიძლება იყოს შავი, მწვანე, რძით, შაქრით ან უშაქროდ, ლიმნით; მოკლედ როგორსაც ისურვებთ.
ღეკომენდებულია ჩაის მოზომილად დაშაქრვა, შაქარი აუმჯობესებს ჩაის გემოს, მაგრამ ზედმეტი შაქარი იწვევს B1 ვიტამინის გაქრობას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი ჩაი რძით არც თუ ისე სასარგებლოა, რადგენ რძე ჩაიში აქრობს ყველა სასარგებლო თვისებას.
ყველაზე სასარგებლოა ჩაის თაფლთან ერთად დალევა, თუმცა თაფლი ჩაიში არ უნდა ჩაასხათ, არამედ უნდა მიატანოთ დალევის დროს, ვინაიდან თბილ, მითუმეტეს ცხელ წყალში ნეიტრალდება და ქრება თაფლის ყველა სამკურნალო თვისება.
ჩაის ჩვეულებრივ აყოლებენ კანფეტს ან რაიმე ცომეულ ტკბილეულს, იგი ეხმარება ადამიანს ცომეულის მონელებაში.
ძალიან სასარგებლო და გემრიელია ჩაი ლიმნით ან კომშით. ეს ერთერთი ეფექტური საშუალებაა გრიპთან და გაციებასთან საბრძოლველად.
შეგიმჩნევიათ, რომ ჩაიში ლიმონის ჩადებისას, იგი ფერს იცვლის, ღიავდება? ეს ბუნებრივი ქიმიური რეაქციაა, თუმცა ამ დროს არც ჩაი და არც ლიმონი არ კარგავს სამკურნალო თვისებებს, პირიქით, უფრო აქტიურდება მისი ძალა.
ჩაისათვის საჭიროა ზომიერად მოდუღებული წყალი. ზედმეტად გადადუღებული წყალი სასმელს აუხეშებს და არომატს უკარგავს.
ასევე არ უნდა გამოვიყენოთ ორჯერ ან მეტჯერ გადმოდუღებული წყალი ჩაის მოსამზადებლად. არც ანადუღარი წყალი შეავსოთ ახალი წყლით.
ჩაის მირთმევის რამდენიმე წესი: სტუმრობისას, როდესაც გთავაზობენ ჩაის ლიმონთან ერთად და თხლად დაჭრილი ლიმონი თეფშზე დევს, შეგიძლიათ კოვზით აიღოთ ერთი ნაჭერი, კოვზითვე ფინჯნის კედელზე მიაწუროთ, ამოიღოთ და ლამბაქზე დადოთ.
ჩაი პატარა ყლუპებით უნდა მოსვათ, არ შეუბეროთ სული.
არ არის კულტურული ჩაის კოვზით მირთმევა, ან კოვზის ფინჯანში ჩატოვება. ორცხობილა შეიძლება ხელით მოტეხოთ და მიაყოლოთ ჩაის. ტორტი ან ნებისმიერი ნამცხვარი კოვზით მიირთვით.
ყველა ერს ჩაის დალევის განსაკუთრებული ტრადიცია გააჩნია.