წყალი ჩვენი პლანეტის საფუძველს წარმოადგენს. არ არსებობს ბუნებრივი სხეული, რომელიც წყალს ყველაზე მნიშვნელოვან და გრანდიოზულ გეოლოგიურ პროცესებზე გავლენის მოხდენაში შეედრებოდა.
არა მხოლოდ დედამიწის ზედაპირი, არამედ მისი სიღრმე და მთელი ბიოსფერო განისაზღვრება და დამოკიდებულია წყლის არსებობასა და მის თვისებებზე.
წყალზეა დამოკიდებული პლანეტის კლიმატი. გეოფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ დედამიწა დიდი ხნის წინ გაცივდებოდა და გადაიქცეოდა უსიცოცხლო ქვების გროვად, რომ არა წყალი.
წყალს დიდი სითბოტევადობა გააჩნია. გაცხელების დროს, იგი შთანთქავს სითბოს, ხოლო გაცივებისას გასცემს მას.
ხმელეთის წყლები შთანთქავენ და გასცემენ დიდი რაოდენობით სითბოს და ამით „აწონასწორებენ“ კლიმატს. კოსმიური სიცივისგან კი დედამიწას იცავს წყლის ის მოლეკულები, რომლებიც გაბნეულია ატმოსფეროში ღრუბლებისა და ორთქლის სახით.
წყალი ფარავს დედამიწის ორ მესამედს და ზემოქმედებას ახდენს პრაქტიკულად ყველა პროცესზე, რაც ხდება ჩვენს პლანეტაზე. იგიყველა ცოცხალი არსების აკვანია და მუდმივად უწყობს ხელს სიცოცხლის შენარჩუნებას უკვე მილიარდი წლების განმავლობაში.
რთულია მოიძებნოს ბუნებრივი სხეული, რომლის შემადგენლობაშიც არ იყოს წყალი. წყალს შეიცავს ქვები და ცეცხლოვანი ვულკანის მაგმაც კი.
წყლისგან შედგება მცენარეთა სამყაროს 70-95%.
წყალი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ, უნიკალურ, მარტივ და ამავე დროს რთულ, იდუმალ ნივთიერებას დედამიწაზე. წყალთან დაკავშირებით არსებობს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ნაშრომები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიინევა, რომ იგი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
წყალი დედამიწაზე არსებულ ყველა ნივთიერებას შორის,: ფიზიკური, ქიმიური და კვანტურ-მექანიკური თვისებებით, იკავებს განსაკუთრებულ მდგომარეობას ბუნებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანული სიცოცხლის არსებობაში.
წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება უზარმაზარი რაოდენობით და ბუნებრივ პირობებში - სამივე აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობაში - მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი).
მიიჩნევა, რომ წყალი წარმოადგენს ცხოვრების წმიდათწმიდა საფუძველს. მასთან არის დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რელიგიის უმნიშვნელოვანესი რიტუალები.
ХVIII საუკუნის შუა პერიოდამდე, წყალი ითვლებოდა დაუყოფელ ნივთიერებად. მხოლოდ 1783 წელს, ფრანგი ქიმიკოსი ანტუან ლორან ლავუაზიე მივიდა დასკვნამდე, რომ წყალს რთული აგებულება გააჩნია და მის შემადგენლობაში შედის წყალბადი და ჟანგბადი.
ამის შემდეგ, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წყალს ყველა თვლიდა უსუნო, უგემო და უფერო შენაერთად, რომელის აღწერაც შეიძლებოდა ერთადერთი შესაძლებელი ფორმულით - წყალბადის ოქსიდი - H2O.
თუმცა, 1932 წელს, მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ცნობა, რომ ბუნებაში ჩვეულებრივი წყლის გარდა, არსებობს ეგრეთ წოდებული მძიმე წყალი. ხოლო დღესდღეობით ცნობილია, რომ წყლის იზოტოპური ნაირსახეობა შეიძლება იყოს 135.
დღესდღეობითაც კი, მეცნიერები აგრძელებენ კვლევებს და აღწევენ ახალ აღმოჩენებს წყალთან მიმართებაში. მაგალითად, დღეს უკვე დამტკიცებულია თეორია წყლის ინფორმაციული მეხსიერების შესახებ.
წყლის ინფორმაციული მეხსიერება არის წყლის თვისება, აღიქვას და გადასცეს ნეგატიური ან პოზიტიური ინფორმაცია იმ მატერიის შესახებ, რომელთანაც მას ადრე ჰქონია კონტაქტი.
წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან.
შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა.
ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს „ბრძოლას წყლის მოსაპოვებლად“.
წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს. 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.
ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის.
წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას.
წყალი ხელს უწყობს ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილის ფუნქციონირებას:
»» თავის ტვინის 75% შედგება წყლისგან (გაუწყლოებამ შესაძლოა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა გამოიწვიოს);
»» სისხლის 92% შედგება წყლისგან;
»» ძვლების 22% შედგება წყლისგან;
»» კუნთების 75% შედგება წყლისგან (ეს არის დაახლოებით ორგანიზმში წყლის საერთო რაოდენობის ნახევარი);
»» ოფლი, დედის რძე, კუჭის წვენი და ა.შ შეიცავს 99% წყალს;
»» არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
»» მკვებავ ნივთიერებებსა და ჟანგბადს ანაწილებს სხეულის ყველა უჯრედში;
»» საჭიროა ამოსუნთქვისთვის (ატენიანებს სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადს);
»» იცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს, ახდენს ამ ორგანოების ბუფერიზაციას;
»» ხელს უწყობს საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესს;
»» ეხმარება ორგანიზმს საკვები ნივთიერებების შეთვისების პროცესში;
»» გამოჰყავს ორგანიზმიდან ნარჩენები;
»» და სხვა...
წყალზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება განისაზღვრება შინაგანი გარემოს პირობებით, და იმ სამუშაოს ხასიათით, რასაც ასრულებს ადამიანი.
ნორმალურ პირობებში, წყლის ბალანსის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია ყოველდღიურად 2-3 ლიტრი სითხის მიღება.
უშუალოდ, თავისუფალი სითხის სახით (სხვადასხვა სასმელები ან თხევადი საკვები), ზრდასრული ადამიანი დღეღამეში მოიხმარს დაახლოებით 1-2 ლიტრ წყალს. დანარჩენ რაოდენობას ავსებს წყალი, რომელიც მიეწოდება ადამიანს მშრალი საკვებიდან, რადგან მშრალი საკვებიც შეიცავს 50-60% წყალს.
წყლის მოთხოვნილება ადამიანში ჩადებულია ქვეცნობიერ დონეზე. წყურვილის დაკმაყოფილების სიგნალი ტვინს გადაეცემა წყლის მიღებიდან 15-20 წუთის შემდეგ, მაშინ, როცა ორგანიზმი უკვე ასწრებს ტენით გაჯერებას.
ორგანიზმში წყლის რაოდენობის შემცირება, მხოლოდ 1,5%-ით იწვევს ძლიერ წყურვილს, ცუდ თვითშეგრძნებას, ძილიანობას, შენელებულ მოძრაობას, გულისრევას და ზოგჯერ კანის გაწითლებას.
თუ ორგანიზმში ტენის შემცველობა მცირდება 6-10%-ით, ამას თან ახლავს თავის ტკივილი, ქოშინი, შეწყვეტილია ნერწყვის გამოყოფა, გართულებულია გადაადგილების შესაძლებლობა, დარღვეულია ლოგიკური აზროვნების უნარი.
წყლის დანაკლისი 11-20%-ით იწვევს კუნთების სპაზმს, ბოდვას, სმენისა და მხედველობის დაქვეითებას.
ხოლო თუ ორგანიზმი კარგავს წყლის 25%-ს, ეს იწვევს სიკვდილს.
ჩვეულებრივ პირობებში, ადამიანის ორგანიზმი ადაპტირდება გარემო პირობების მიმართ. ამ დროს, წყლის ბალანსის შენარჩუნება თითქოს თავისთავად ხდება. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ - მოუნდება წყლის დალევა? - დალევს. ამ სქემის დარღვევა შესაძლებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს (მაგალითად აბანოში ყოფნის დროს), ან ფიზიკური დატვირთვის გაზრდის შემთხვევაში (მაგალითად სპორტი).
ამას გარდა, ორგანიზმის წყლის მიმართ მოთხოვნილების ცვლილებაზე მოქმედებს ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ყავისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, ორგანიზმის მდგომარეობა (მაგალითად ავადმყოფობა), ქალებისთვის ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ძუძუთი კვება და ა.შ.
წყლის მიღების სწორი რეჟიმის დაცვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში.
დილით, საჭიროა შედარებით მეტი რაოდენობის წყლის მიღება, რათა ორგანიზმში შეიქმნას გარკვეული სითხის მარაგი, ხოლო დღისით, როცა სიცხე პიკს აღწევს წყლის მიღება უნდა შეიზღუდოს.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორი წყლის ბალანსის შენარჩუნება მათთვის, ვინც სპორტითაა დაკავებული.
მედიკოსები რეკომენდაციას იძლევიან ეს მოხდეს შემდეგი სახით: სპორტული ვარჯიშების დაწყებამდე 2-3 საათით ადრე, აუცილებელია 400-600 მლ წყლის მიღება. ვარჯიშის პროცესში, ორგანიზმში სითხის დანაკლისის შესავსებად, ყოველ 15-20 წუთში 150-300 მლ წყლის მიღება, ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ვარჯიშის დროს დაკლებული წონის 150% სითხის მიღება.
ყოველდღიურად, ჩვენი პლანეტის მოსახლეობა მოიხმარს 7-8 მილიარდ ტონა წყალს. მართალია მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რაციონალური მოხმარების შემთხვევაში წყლის რესურსები ამოუწურავია, მაგრამ ადამიანის ზრდად მოთხოვნებს, შეიძლება მოჰყვეს წყლის რესურსების ბუნებრივი აღდგენის შესაძლებლობებისა და ბუნების წონასწორობის დარღვევა.
ბოლო 40 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა, ამჟამად აღწევს 7,2 მილიარდს და მიმდინარე ასწლეულის შუა წლებში შესაძლოა კიდევ გაორმაგდეს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რიცხვის ძირითადი ზრდა, ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც წყლის რესურსები პრაქტიკულად ამოწურულია.
წყლის ხარისხზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების ხარისხი და არა მხოლოდ ორგანიზმისთვის. წყალს ნიადაგისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები სწორედ წყალზეა დამოკიდებული. ნიადაგში წყალი გვხვდება სხვადასხვა ფორმით: ორთქლისებრი, ჰიგროსკოპული, აპკისებრი, კაპილარული, გრავიტაციული, მაგარი და ქიმიურად შეკავშირებული.
დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 60% -ს შეადგენს ზონები, სადაც არ არის მტკნარი წყალი, ან იგრძნობა მათი მწვავე ნაკლებობა. პლანეტის დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი იტანჯება ავადმყოფობებით, რომელიც გამოწვეულია წყლის ნაკლებობით ან არასრულფასოვანი წყლის მოხმარებით.
მართალია დედამიწაზე მტკნარი წყლის რესურსები მილიონობით კუბომეტრ კილომეტრებს ითვლის, მაგრამ ყველა წყალი არ არის ვარგისი სასმელად მოხმარებისთვის და არ არის სასარგებლო ადამიანისთვის.
ხარისხიანი სასმელი წყლის პრობლემა, ყოველთვის განსაკუთრებულად მწვავედ იდგა მთელს მსოფლიოში.
დღესდღეობით, მასობრივად ხელმისაწვდომ წყალს ე.წ ონკანის წყალი წარმოადგენს, რომელიც ნაკლებად დგას თვისებებით ბუნებრივ, მაცოცხლებელ და ცხოველმყოფელ წყალთან.
ამის მიზეზია უკვე დიდი ხნის წინ მოძველებული წყალგაყვანილობის მილები, წყლის ფილტრაციის არქაული სისტემები, უკვე მორალურად მოძველებული წყლის დაქლორვა და ა.შ.
განვითარებულ ქვეყნებში, ონკანის წყლის გაწმენდა და გაფილტვრა, უკვე დიდი ხანია იონიზაციის მეთოდით წარმოებს, თუმცა ასეთი წესით მიღებულ წყალსაც ნაწილობრივ გამოიყენებენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით.
იხილეთ: ყველაფერი წყლის შესახებ