მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17454 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ნატურალური თაფლის ზოგადი თვისებები

 

ნატურალური თაფლის თვისებების ზოგადი მიმოხილვათაფლის ყველა სასარგებლო და უნიკალური თვისებების შესანარჩუნებლად, პირველ რიგში მისი სწორად არჩევა, შენახვა და გამოყენებაა საჭირო.

თაფლი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და მაღალი ხარისხის, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში არის იგი სასარგებლო ჯანმრთელობისათვის. 

თაფლს ხშირად ხელოვნურად ამზადებენ, ურევენ რა სხვადასხვა ნივთიერებებს - შაქარს, სახამებელს, ფქვილს და ა.შ.

ზოგჯერ მეფუტკრეები ფუტკარს გახსნილ შაქარს უსხამენ, რომელსაც მწერები ნექტარის ნაცვლად გადაამუშავებენ და აქცევენ თაფლად.

ასეთი თაფლი რა თქმა უნდა დაბალი ხარისხისაა, და შორს დგას ნატურალური თაფლის გამორჩეული თვისებებისგან. ამიტომ, კერძო მეფუტკრეებთან ან მარკეტებში თაფლის შეძენისას ყურადღებაა საჭირო.

ხელოვნურად გაკეთებულ თაფლს ასე გამოვიცნობთ: გასრისეთ თაფლის წვეთი თითებს შორის - ნატურალური პროდუქტი შეიზილება კანში, ხოლო თვითნაკეთი კი ბურთულასავით დაიგორგლება. დაბალი ხარისხის თაფლის განსაზღვრა მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიის მეშვეობითაა შესაძლებელი.

შესაძლოა თაფლი დაშაქრდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი უხარისხო იყო და დროთა განმავლობაში გაფუჭდა, უფრო პირიქითაა, თაფლში ტკბილი კრისტალების გამოჩენა მოწმობს მასში უმნიშვნელო რაოდენობით წყლის არსებობას და გამორიცხავს სხვა ნივთიერებების შემცველობას;  რაც იმას ნიშნავს, რომ თაფლი მაღალი ხარისხისაა. კრისტალიზაცია გავლენას არ ახდენს თაფლის სასარგებლო თვისებებზე.

იმისათვის, რომ თაფლი მართლაც არ გაფუჭდეს, არ დაობდეს, არ ადუღდეს, ის უნდა დავიცვათ ნესტის მოხვედრისაგან. შესანახად კარგია ალვის ან ცაცხვისაგან დამზადებული კასრები. 

საჭირო არ არის თაფლის ჩასხმა ძალიან ცხელ ჩაიში, როგორც ხშირად იქცევიან გაცივებისას.

40°С-ზე მეტად გაცხელებული თაფლი კარგავს თავისი თვისებების უმეტესობას. ნაწილობრივად იშლება ასევე მასში არსებული ვიტამინები, ანტიბაქტერიული ნივთიერებები.

გარდა ამისა, თაფლიანი ცხელი ჩაი იწვევს აქტიურ ოფლდენას და გულისფრიალს, რაც არ არის კარგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისათვის.

 

ნატურალური თაფლის სასარგებლო თვისებები

 

ნატურალური თაფლის სასარგებლო თვისებების ზოგადი მიმოხილვათაფლი გვეხმარება კუჭის წვენის მჟავიანობის ნორმალიზებაში.

იგი მაღლა წევს დაქვეითებულ მჟავიანობას, ხოლო მომატებულს აქვეითებს. დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების დროს უმჯობესია  ჭამის წინ მივიღოთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ხოლო მომატებული მჟავიანობისას, უმჯობესია ასეთივე წესით გახსნილი თაფლის მიღება ჭამამდე ერთნახევარი-ორი საათით ადრე. 

მიუხედავად  მაღალი კალორიულობისა, თაფლი ხელს  უწყობს გახდომას.

თუ ჭამის წინ მიიღებთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილ ერთ ჩაის კოვზ თაფლს, მოიმატებს სისხლში შაქრის დონე, ეს გამოიწვევს მადის დაქვეითებას.

საბოლოო ჯამში, ზომიერებას გამოიჩენთ და საკვების მიღებას ენთუზიაზმით აღარ შეუდგებით.

თაფლი კარგი დამხმარე საშუალებაა ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

მაგრამ ყველა სახის თაფლი როდი ზრდის ჰემოგლობინის დონეს. ამ მიზნით ყველაზე საუკეთესოა მუქი ფერის თაფლის ჯიშები, მაგ. წიწიბურას  თაფლი. მასში რკინის შემცველობა 5-ჯერ მეტია, ვიდრე ღია ფერის თაფლში.

თაფლს აქვს დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება.

თუ  თაფლით  დაატკბობთ ერთ ჭიქა თბილ წყალს ან რძეს და დალევთ ძილის წინ, მშვიდად და უშფოთველად დაგეძინებათ. უძილობის წინააღმდეგ და ამავე დროს გაცივების პროფილაქტიკისათვის, კარგია თაფლიან-წიწვოვანი აბაზანები. აბაზანაში უნდა ჩაუშვათ ნაძვის წიწვით  სავსე  პარკი და დაუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა თაფლი. აბაზანა უნდა მიიღოთ 20 წთ-ის  განმავლობაში.

თაფლი, ითვლება კარიესის გამომწვევ  მიზეზად, მაგრამ ეს ასე არ არის.

ზოგიერთი სპეციალისტის მტკიცებით, თაფლი უფრო ცუდად მოქმედებს  კბილებზე, ვიდრე შაქარი, ვინაიდან ის დიდხანს რჩება ემალზე. ამიტომაც, მისი მირთმევის შემდეგ, მალევე გამოივლეთ წყალი პირის ღრუში.

გახსოვდეთ, რომ თაფლი არ არის რეკომენდებული ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის,.

იგი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიების სპორებს, რაც უსაფრთხო არ არის პატარებისათვის. უფრო მაღალი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების საჭმლის მომნელებელი სისტემას, უკვე აქვს დაავადებების გამომწვევების განეიტრალების უნარი. თაფლი შესაძლოა არ მოუხდეს ზოგიერთ მოზარდს და ზრდასრულ ადამიანსაც კი.

მაგ: მათ, ვინც დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით ან თაფლზე აქვს ალერგიული რეაქცია,რაც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით - კანზე  გამონაყრით და ქავილით, შეშუპებით ან პირღებინებით.

 

ნატურალური თაფლი კულინარიაში

 

თაფლი კულინარიაში»» თაფლი შაქარზე ტკბილია, ამიტომ თუ შაქრის თაფლით შეცვლა გსურთ, მისი დოზა უნდა შეამციროთ დაახლოებით 2-ჯერ;

»» თაფლი ათხელებს ცომს. თუ ცომს უნდა დაუმატოთ თაფლი, შეამცირეთ მისი რაოდენობა;

»» თაფლის დამატების შემთხვევაში, გამომცხვარი ორცხობილა, კექსი ან ფუნთუშა დიდი ხნის განმავლობაში არ გახმება;

»» თაფლი წყალზე გაცილებით მძიმეა. 1 ჭიქაში ჩადის დაახლოებით 350 გრამი თაფლი;

»» თუ კოვზს წინასწარ ჩადებთ ადუღებულ წყალში, დაკრისტალებულ (ჩაშაქრებულ) თაფლთან მუშაობა გაცილებით გაგიადვილდებათ. იგი კარაქივით გაჭრის თაფლს;

»» იმისთვის, რომ ხორცის და ფრინველის შეწვის შემდეგ მიიღოთ დაბრაწული, ოქროსფერი კანი, წაუსვით პროდუქტს თაფლი;

»» თაფლით გამომცხვარი ნამცხვრები და ფუნთუშეული იღებს ყავისფერ ფერს. ასე რომ არ შეშინდეთ;

»» თუ ჩაშაქრებული ან გამაგრებული თაფლის კვლავ თხევადად ქცევა გინდათ, ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ჩადეთ თაფლიანი ჭურჭელი ცხელი წყლით სავსე ქვაბში და ნელ-ნელა ურიეთ. თაფლის პირდაპირ ცეცხლზე გაცხელება არ არის რეკომენდებული. გახსოვდეთ, რომ 35-40°C-მდე და ზემოთ გაცხელებისას თაფლი კარგავს სასარგებლო თვისებების ძირითად ნაწილს;

 

ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ