მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 599 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პირველი ცნობები დაბალალკოჰოლური ლუდის შესახებ შუა საუკუნეებით თარიღდება, როცა მოქალაქეებისთვის წყალი მსუბუქმა ელმა ჩაანაცვლა. 

იმ პერიოდში, ჭებიდან და ჭაბურღილებიდან წყლის დალევა ხშირად სახიფათო იყო, ხოლო ლუდის დადუღების დროს, მაღალი ტემპერატურის და მცირე, მაგრამ მაინც ალკოჰოლის ზემოქმედების გავლენით  ბაქტერიები და მიკრობები იღუპებოდა.

რა თქმა უნდა, მაშინდელი ელი არ იყო ლუდის თანამედროვე დაბალალკოჰოლური სახეობების სრულფასოვანი ანალოგი, თუმცა მისი წარმოება დღემდე შემორჩენილია მონასტრის ლუდის ხარშვის ტრადიციებში. მაგალითად,  ბელგიის პროვინციაში, დასავლეთ ფლანდრიაში მდებარე ტრაპისტთა სააბატოში, ტრაპისტი ბერები დღემდე ამზადებენ არაუმეტეს 2,5% ალკოჰოლის შემცელობის ლუდს, ექსკლუზიურად პირადი მოხმარებისთვის.

უალკოჰოლო ლუდის სამშობლოდ შეერთებული შტატები მიიჩნევა, სავარაუდოდ ამის მიზეზი გახდა „მშრალი კანონი“, რომელიც გამოცხადდა 1920 წელს. კანონი კრძალავდა ქვეყანაში ალკოჰოლური პროდუქტების რეალიზაციას, წარმოებას და ტრანსპორტირებას. კანონი არ ეხებოდა 0,5%  ალკოჰოლის შემცველ პროდუქტებს, რაც კარგად გამოიყენეს ამერიკულმა ლუდსახარშებმა გაკოტრებისგან თავის დასაღწევად.

უალკოჰოლო ლუდის თანამედროვე ისტორია 1972 წლიდან იწყება, როდესაც გერმანულმა ლუდსახარშმა Clausthaler-მა გამოუშვა პირველი უალკოჰოლო ლუდი - სასმელი, რომელიც გემოთი იყო ჩვეულებრივი ლუდის მსგავსი, მაგრამ შეიცავდა მინიმალური რაოდენობის ალკოჰოლს. გერმანელები მის დასამზადებლად იყენებდნენ სხვადასხვა საკვებ დანამატებს.

თავდაპირველად უალკოჰოლო ლუდი განკუთვნილი იყო მძღოლებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ ავტოსაგზაო შემთხვევებში ერთი-ორი ბოთლი ჩვეულებრივი ლუდის დალევის შემდეგ. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ალკოჰოლზე უარის თქმის მსურველები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეები, მორწმუნეები და ლუდის მოყვარულები, რომლებიც იძულებულები იყვნენ მიეღოთ ალკოჰოლთან შეუთავსებელი მედიკამენტები.

1980-იან წლებში უალკოჰოლო ლუდის მასობრივი წარმოება სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს და უკვე 2000 წლისთვის ამ ტიპის სასმელმა დაიპყრო ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ნიდერლანდებში, გერმანიაში, ბელგიასა და ესპანეთში. დღეს ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ლუდის მწარმოებელი კომპანია აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს  წარწერით Alcohol Free, რომლის პოვნა ნებისმიერ სუპერმარკეტში შეიძლება.

თანამედროვე უალკოჰოლო ლუდი შეიცავს არაუმეტეს 1% ალკოჰოლს. თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად ადგენს დაბალალკოჰოლურ სასმელებში ალკოჰოლის შემცველობის მაქსიმალურ მნიშვნელობას. სხვადასხვა სახეობის ლუდებში ეს მაჩვენებელი მერყეობს 0.05-1%-ის ფარგლებში.

 

უალკოჰოლო ლუდის წარმოების პროცესი

 

ალკოჰოლური და უალკოჰოლო ლუდი მზადდება ერთი და იგივე რეცეპტითა და ტექნოლოგიით, გამოიყენება ერთი და იგივე კომპონენტები: წყალი, საფუარი, ალაო და სვია (ან მისი ექსტრაქტი), მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ლუდიდან ალკოჰოლის ამოღება ხდება ერთ-ერთი მეთოდით:

დუღილის შეწყვეტა - ეს ყველაზე გავრცელებული პროცესია. წინასწარ მომზადებულ ლუდის ტკბილს, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობის შაქარს და სვიას, ადუღებენ 8°С ტემპერატურაზე. 

დუღილის პროცესს საწყის ეტაპზევე წყვეტენ ტემპერატურის დაწევის გზით, რის შემდეგაც საფუარი აჩერებს მოქმედებას. ამის შემდეგ ხდება ლუდის გაფილტვრა. ამ მეთოდით შაქრის დიდი ნაწილი ვერ ასწრებს ეთილის სპირტად გარდაქმნას.

მემბრანული ფილტრაცია - მეთოდი ყველაზე თანამედროვეა და მთელი რიგი ლუდსახარშებისა და ექსპერტების აზრით, საშუალებას იძლევა უალკოჰოლო ვერსიაში მაქსიმალურად შენარჩუნდეს ლუდის ჩვეული გემო და არომატი.

ლუდის საგემოვნო თვისებების შენარჩუნება ხდება იმ მიზეზით, რომ უალკოჰოლო ლუდის საფუძველს წარმოადგენს ალკოჰოლის შემცველი ჩვეულებრივი მეთოდით დადუღებული ლუდი. 

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იგივე მზა ლუდის დიალიზი. ანუ ჯერ ამზადებენ ჩვეულებრივ ლუდს, ხოლო სპირტის მოშორება ხდება მაშინ, როდესაც ლუდი გაივლის პოლიმერული მემბრანებით აღჭურვილ სპეციალურ ფილტრში, რომელიც ატარებს გარკვეული ზომის ნაწილაკებს და აფერხებს ეთანოლის მოლეკულებს, რითაც ხდება ლუდის ორიგინალური გემოს მაქსიმალურად შენარჩუნება;

ლუდის ტკბილის დადუღება სპეციალური საფუარით - უალკოჰოლო ლუდის წარმოებაში გამოიყენება საფუარის შტამები, რომლის საშუალებითაც ხდება ლუდის ტკბილის სუსტი დუღილი იმ დონემდე, რომელზეც ალკოჰოლის პროცენტულობა არის - 0,5-1% .

ერთ-ერთი ასეთი შტამია Saccharomycodes Ludwigii, რომელიც ადუღებს ფრუქტოზას და გლუკოზას, მაგრამ არა მალტოზას (ალაოს შაქარი) ისე, რომ ალკოჰოლის კონცენტრაცია რჩება უალკოჰოლო ლუდისთვის საჭირო ფარგლებში.

ალკოჰოლის აორთქლება - დადუღებულ ლუდის ტკბილს აცხელებენ და აჩერებენ იმ ტემპერატურაზე, რომელიც საკმარისია ალკოჰოლის ასაორთქლებლად. ამ მეთოდის შედეგად, ალაოს კომპონენტი ლუდში საგრძნობი რჩება, ხოლო სვიის გემო ვლინდება მხოლოდ სიმწარის სახით. გარდა ამისა, ლუდის ტკბილის გათბობა იწვევს ახალი ნაერთების წარმოქმნას, რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ლუდის გემოზე.

ამ თავისებურების გამო, ალკოჰოლის აორთქლების გზით უალკოჰოლო ლუდის დამზადების მეთოდი მოძველებულად ითვლება და იშვიათად გამოიყენება.

უალკოჰოლო ლუდის წარმოება უფრო რთული და შრომატევადია, ვიდრე ჩვეულებრივი ლუდის წარმოება, რაც გავლენას ახდენს ფასზე და ზრდის მის ღირებულებას. ღირებულებას ასევე ზრდის ფასზე  სხვადასხვა სახის კვებითი და ქიმიური დანამატები, რომლებიც სასმელს მაქსიმალურად ამსგავსებს მის ალკოჰოლურ კოლეგას.

 

განსხვავება ჩვეულებრივ და უალკოჰოლო ლუდს შორის

 

უალკოჰოლო ლუდი ალკოჰოლური ლუდისგან განსხვავდება მხოლოდ ეთანოლის რაოდენობით. ვინაიდან გარკვეულ ეტაპამდე ისინი მზადდება ერთი და იგივე ტექნოლოგიით. ამიტომ სასმელები თითქმის ერთნაირია შემადგენლობით, ფერით, გემოთი და სუნით.

ლუდის უალკოჰოლო ვერსიაში B და PP ჯგუფის უფრო მეტი ვიტამინია, ვიდრე ჩვეულებრივ ლუდში, თუმცა იგი გარკვეულწილად კარგავს გემოვნურ თვისებებს, არის სუსტი, აქვს ნაკლებად გამოხატული არომატი და გამყოლი გემო

ასორტიმენტის დივერსიფიკაციისთვის ლუდსახარშები აწარმოებენ პროდუქტებს სხვადასხვა დანამატებით, რომლებიც აუმჯობესებენ ორგანოლეპტიკურ თვისებებს, მაგრამ ამას ძირითადად მცირე ზომის ლუდსახარშები და კრაფტ ლუდის მწარმოებლები აკეთებენ და ეს არ ეხება კლასიკურ უალკოჰოლო ლუდს.

უალკოჰოლო ლუდი, ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერდა და ლუდის მომხმარებელთა შორის იწვევდა სკეპტიციზმს ორი მიზეზის გამო: პირველი და მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისინი ალკოჰოლის გარეშე ლუდს ლუდად ვერ აღიქვამდნენ. მეორე მიზეზს კი წარმოადგენდა უალკოჰოლო ლუდის გადაჭარბებული სიტკბო, რომელსაც ხშირად ადარებდნენ დაუდუღებელი ლუდის ტკბილის გემოს.

თუმცა შემდგომში, ლუდის მოხარშვის თანამედროვე ტექნოლოგიები ისე განვითარდა და დაიხვეწა, რომ ზედმეტი სიტკბოს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია და უალკოჰოლო ლუდის გემო და არომატი მაქსიმალურად არის მიახლოებული ჩვეულებრივი ლუდის გემოსთან და არომატთან.

დღესდღეობით, უალკოჰოლო ლუდს აწარმოებენ არა მხოლოდ ლუდის ცნობილი მწარმოებელები, არამედ მცირე ლუდსახარშებიც, ამიტომ სამომხმარებლო ბაზარი არ შემოიფარგლება მხოლოდ უალკოჰოლო ლაგერით ან ხორბლის უალკოჰოლო ლუდით, უკვე მრავლად შეხვდებით უალკოჰოლო სვიის IPA (India Pale Ale), უალკოჰოლო პორტერს, უალკოჰოლო კრაფტ-ლუდებს და ა.შ...

შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია არსებობს ლუდსახარში Athletic Brewing Company, რომელიც სპეციალიზირებულია მხოლოდ უალკოჰოლო ლუდის წარმოებაზე. 

უალკოჰოლო ლუდის ცნობილი ბრენდებია: Bakalář NEALKO, BRLO Naked: Pale ale, Paulaner Hefe Weissbier, Affligem Blond 0.0, Palm 0.0, Budweiser Budvar, Maisel და სხვა...

 

უალკოჰოლო ლუდი და ჯანმრთელობა

 

უალკოჰოლო ლუდი, ალკოჰოლის მინიმალური დოზის გამო, დიდ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს და კონკრეტულად ღვიძლს, თუ მას დღეში მაქსიმუმ ორ ბოთლს მიირთმევენ. 

უალკოჰოლო ლუდის კალორიულობა დაბალია, 100 გრ სითხეზე საშუალოდ  მხოლოდ 26 კკალ, რაც ნაკლებია კლასიკური ლუდის კალორიულობაზე, რომელიც შეადგენს საშუალოდ 29-55 კილო კალორიას.

უალკოჰოლო ლუდში ნახშირწყლების მინიმალური რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 3.5 - 5 გრამს, ამიტომ მისი მიღება დიაბეტით დაავადებულებსაც შეუძლიათ (რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში.)

 

უალკოჰოლო ლუდის დადებითი თვისებები

 

უალკოჰოლო ლუდის მცირე დოზები ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას.


• შეიცავს B და PP ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს: მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას, რომლებიც აღადგენენ ნერვული უჯრედების მუშაობას, აფერხებენ ანემიას, დეჰიდრატაციას (გაუწყლოვანება).


• უალკოჰოლო ლუდი კარგად ინარჩუნებს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსს.


• შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც სასარგებლოა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისთვის;


• შეიცავს პოლიფენოლებს (ბუნებრივი ანტიოქსიდანტები), რომელიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს უჯრედების განვითარების პროფილაქტიკისთვის, ხელს უწყობს მხედველობის ორგანოებს;


• უალკოჰოლო ლუდის შეამდგენლობაში არსებული წყალში ხსნადი სილიციუმი (კაჟმბადი), ხელს უწყობს მიკროტრამვის შემდეგ ძვლებისა და მყესების აღდგენის დაჩქარებას.  ხელს უშლის ალცაიმერის დაავადების განვითარებას (სილიციუმის შემადგენლობაში არსებული ალუმინის ზემოქმედებით).


• დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, ამშვიდებს, აუმჯობესებს ძილს და ამაღლებს განწყობას. B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის გამო, უალკოჰოლო ლუდის დალევა სასარგებლოა თმისა და კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, აკნეს მოსაშორებლად.


• 2009 წელს, გერმანიის ოლიმპიური სათხილამურო ნაკრების ექიმმა, რომელიც 5 კვირის განმავლობაში აკვირდებოდა მიუნხენის მარათონის მონაწილეებს, აღმოაჩინა, რომ სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშის შემდეგ უალკოჰოლო ლუდს სვამდნენ, ნაკლებად ხდებოდნენ ავად და ფსიქოლოგიურად უფრო სტაბილურები იყვნენ.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ნაკრებმა 3 ტონაზე მეტი უალკოჰოლო ლუდი დალია და გუნდური შედეგების მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა.

 

უალკოჰოლო ლუდის უარყოფითი თვისებები

 

უალკოჰოლო ლუდის უკონტროლო მოხმარებამ, შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგებიც:


• ნეგატიური გავლენა თირკმლებისა და შარდის ბუშტის მუშაობაზე; შარდმდენი მოქმედების გამო ორგანიზმის გამომყოფი სისტემის დატვირთვა; გაუწყლოვანება, გულძმარვა, მეტეორიზმი, ქრონიკული დაავადებების სიმპტომების გაძლიერება;


• ლუდში არსებული რახის ზეთები ხელს უწყობს  გასტრიტის, კუჭის წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვა ანთებითი პროცესების პროვოცირებას;


• წონის შესაძლო მატება გაზრდილი მადის გამო;


• პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი საღებავები, არომატიზატორები და კონსერვანტები საზიანოა ღვიძლის ჯანმრთელობისთვის;


• უალკოჰოლო ლუდმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული შეტევები. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზია რეაქცია მცენარეული წარმოშობის ცილა გლუტენი, რომელსაც შეიცავს ხორბალი და ქერი. ალერგია ასევე შეიძლება გამოიწვიოს სვიამ და ნახშირორჟანგმა. ამიტომ, ალერგიით დაავადებულებმა არ უნდა მიიღონ დიდი რაოდნეობით ლუდი, მის მიმართ ალეგიულობაზე წინასწარი შემოწმების გარეშე;


• ჰორმონალური დისბალანსი: მამაკაცებში ჰორმონალური ფონის ცვლილება, გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება) და ემოციური არასტაბილურობა. ასევე ფიგურის ცვლილება;


• უალკოჰოლო ლუდის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, მამაკაცებში ტესტოსტერონის გამომუშავება სუსტდება, ქალებში კი პირიქით, იმატებს. შედეგად, სისხლში ესტროგენის რაოდენობა იცვლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული სისტემის გაუმართაობა: გავლენა მოახდინოს მამაკაცის ერექციულ ფუნქციაზე და ქალის მენსტრუაციული ციკლის რეგულარულობაზე (მენსტრუალური ციკლის დარღვევა.);


• იზრდება ალკოჰოლიზმის განვითარების  რისკი, რადგან უალკოჰოლო ლუდის მიღების შემდეგ ადამიანმა შეიძლება იგრძნოს მცირე თრობა და იმ მომენტში გაჩენილმა დაუკმაყოფილებლობის განცდამ აიძულოს მიმართოს ძლიერი ალკოჰოლიურ საშუალებას;


• რისკი ალკოჰოლზე დამოკიდებულთათვის. ძლიერი სპირტიანი სასმელის უსაფრთხო, უალკოჰოლო ანალოგით ჩანაცვლების მცდელობისას, ალკოდამოკიდებულები იწყებენ უალკოჰოლო ლუდის დიდი რაოდენობით მიღებას, მაგრამ არასაკმარისი თრობის გამო, ისევ უბრუნდებიან ძლიერმოქმედ ალკოჰოლურ საშუალებებს.

ხოლო თუ ადამიანი კოდირებულია ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე, უალკოჰოლო ლუდში შემავალი 0,5% ეთანოლიც კი საკმარისია მოწამვლის სიმპტომების გამოსაწვევად;


• დიდი რაოდენობით უალკოჰოლო ლუდი საზიანოა ხანდაზმული ადამიანებისთვის. ასაკთან ერთად იმატებს ქრონიკული დაავადებების რისკი, ფერხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ზედმეტი ლუდის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვანება, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების დარღვევა, ზოგადი სისუსტე და დისკომფორტი.

 

უალკოჰოლო ლუდის უკუჩვენებები

 

უალკოჰოლო ლუდის დალევა არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები:


• პოდაგრა;

ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები;

ცისტიტი და პროსტატის ანთება გამწვავების დროს;

პანკრეატიტი;

ალკოჰოლიზმი.

უალკოჰოლო ლუდის მოხმარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. გლიკემიური ინდექსის (GI) ემპირიულად გაზომვა შეუძლებელია. მწარმოებლები, რომლებიც წარმოებაში იყენებენ მემბრანული ფილტრაციის ტექნოლოგიას, ვარაუდობენ, რომ მათი სასმელი შეიცავს დაახლოებით 20-30 ერთეულს. ეს ბევრი არ არის, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.

ამიტომ, დიაბეტის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული წარმოების ტექნოლოგია. თუ ტექნოლოგია უცნობია, უმჯობესია უარი თქვათ ლუდზე ან მიირთვათ ძალიან მცირე რაოდენობით.

უალკოჰოლო ლუდი კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვებისა და მოზარდებისთვის. იგი არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უშლის ტვინისა და შინაგანი ორგანოების განვითარებას.


უალკოჰოლო ლუდი და ორსულობა

 

ეთანოლის მინიმალური შემცველობის მიუხედავად, უალკოჰოლო ლუდი ორსული და მეძუძური დედებისთვის არ არის რეკომენდებული.


• ლუდის შარდმდენი თვისებები ზრდის თირკმელების ისედაც მაღალ დატვირთვას; ხოლო ნახშირორჟანგმა, რომელიც აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავური კოლიკები და მეტეორიზმი;


• ფიტოესტროგენებმა, რომელებიც აღწევენ პლაცენტას გავლით ნაყოფამდე, შესაძლოა, მოახდინონ არაპროგნოზირებადი გავლენა და გამოიწვიონ დარღვევები ნაყოფის განვითარებაში.


• მეძუძური დედის რძის საშუალებით, ლუდში შემავალი ალკოჰოლი და სხვა მავნე ნივთიერებები ხვდება ბავშვის ორგანიზმში და უარყოფითად აისახება მის მდგომეობაზე; გამოიწვიოს კოლიკები, აპათია, ორგანიზმის გაუწყლოვანება და სხვა..,


• იხილეთ: ორსულობა და ლუდი;

 

უალკოჰოლო ლუდი და მედიკამენტები

 

ალბათ ბევრს გასჩენია კითხვა შეიძლება თუ არა უალკოჰოლო ლუდის დალევა მედიკამენტების მიღების პერიოდში.

ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვანი - არა! რადგან, მიუხედავად სახელწოდებისა - უალკოჰოლო ლუდი მაინც შეიცავს 0.5-1%-მდე ეთილის სპირტს. ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რეაქციაში შევიდეს მედიკამენტებთან (განსაკუთრებით ანტიბიოტიკებთან და ანტიდეპრესანტებთან), დააჩქაროს წამლის გარსის დაშლის პროცესი და შეამციროს თერაპიული (სამკურნალო) ეფექტი, ანუ შეცვალოს ორგანიზმზე მედიკამენტების ზემოქმედების ხასიათი.

ამიტომ, თუ საჭიროა მედიკამენტების მიღება, ამის გაკეთება შესაძლებელია სასმელის მიღებიდან არაუმეტეს ორი საათის შემდეგ, შემდგომ კი უნდა გაკეთდეს იგივე ხანგრძლივობის პაუზა ლუდის მორიგ დალევამდე.

ყველაზე დიდ ზიანს ალკოჰოლი აყენებს ღვიძლს. იგი არღვევს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს ჰეპატოციტებში (ღვიძლის უჯრედები), ხოლო ანტიბიოტიკებს შეუძლიათ დაბლოკონ ნაღვლის სადინარები. რაც იწვევს ორმაგ ტოქსიკურ ეფექტს და ღვიძლის ფუნქციის დარღვევას.

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა უალკოჰოლო ლუდის მიღებაზე საერთოდ უარის თქმა. ლუდის დალევა არ არის რეკომენდებული შემდეგი მედიკამენტების რეგულარული მიღების დროს:


• ანტიბიოტიკები - ანტიბიოტიკების და თუნდაც მცირე ალკოჰოლის შემცველი სასმელის ერთობლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული, რაც მითითებულია ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების ინსტრუქციაში.

უმეტეს შემთხვევაში, ალკოჰოლი აფერხებს ორგანიზმში იმ ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც საჭიროა ანტიბიოტიკების დასაშლელად. შედეგად, ჯერ ერთი, მცირდება მედიკამენტის ზემოქმედების ეფექტურობა და მეორე, ანტიბიოტიკი უკიდურესად ნელა გამოდის ორგანიზმიდან.


• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ინდომეტაცინი) - უალკოჰოლო ლუდი აძლიერებს მედიკამენტების გვერდით მოვლენებს, რომელიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეაქციასთან პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ. კერძოდ იზრდება სისხლდენისა და წყლულის წარმოქმნის რისკი.


• ანტიდეპრესანტები - შეიძლება გააუარესოს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.


• მეტფორმინი - ანტიდიაბეტური პრეპარატების და თუნდაც მცირედი ალკოჰოლის შემცველი სასმელების შეთავსებამ, შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების პროგრესირება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ