მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11201 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორ დავიწყოთ ბიზნესიალბათ ბევრ თქვენთაგანს უფიქრია და დარწმუნებულიც ყოფილა, რომ არ ყოფნის და ჭირდება  განსაკუთრებული ცოდნა ან საიდუმლო ხერხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი. უფიქრია იმაზეც, რომ ტკეპნის ერთ ადგილს მხოლოდ იმის გამო, რომ  არ იცის, თუ როგორ გადადგას პირველი ნაბიჯი.

მართლაც, იურიდიული ასპექტების არცოდნა, გამოუცდელობა, გაურკვევლობა იმისა - გაამართლებს თუ არა თქვენი ჩანაფიქრი, გაიძულებთ თავი შეიკავოთ გადაწყვეტილების მიღებისგან. მაგრამ მხოლოდ ამის გამო? ნუთუ გაუბედაობის და ეჭვის მიზეზი მხოლოდ ინფორმაციის, პერსპექტიული იდეის ან ბიზნეს-გეგმის დეფიციტია?  

პრობლემა იმაშია, რომ არავის დედამიწის ზურგზე არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს წარმატების მომტანი იქნება იდეა თუ არა. თუნდაც თავად ქონდეს ეს იდეა რეალიზებული. ასე რომ პრობლემა არა ინფორმაციის დეფიციტშია, არამედ იმაში, რომ სინამდვილეში თქვენს კითხვებზე პასუხები არ არსებობს.

წინასწარ ვერ განსაზღვრავ რომელი იდეა აღმოჩნდება წარმატებული, მომგებიანი და რომელი არა. ის, რაც არ გამოგივიდათ თქვენ, თავისუფლად შეიძლება გამოუვიდეს სხვას (ან პირიქით). ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს თქვენი ნაკლები თვითდაჯერებულობა, რომელიც სხვას საკმარისზე მეტი აღმოაჩნდა.

ბიზნესის დაწყების მოსურნე ადამიანების უმრავლესობისთვის უფრო ადვილია ამტკიცოს, რომ პრობლემა საწყისი კაპიტალის არარსებობაა, მაგრამ სინამდვილეში, კაპიტალის არსებობის შემთხვევაშიც კი, ისინი ან მაინც არაფერს გააკეთებდნენ, ან საქმიანობას ძალიან მალე დაასრულებდნენ კრახით.

უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც აპირებენ დაიწყონ ახალი ბიზნესი, თვლის, რომ ყველაზე რთული ნაბიჯი - ბიზნესის დაწყებაა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის, ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ბიზნესის დაწყების შემდეგ იწყება.

სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ის, რომ ნუ დგეხართ ერთ ადგილზე, ნუ ფიქრობთ საკმარისზე მეტს, საჭირო ინფორმაციების მოგროვების შემდეგ ნუღარ გაიწვალებთ თავს უსარგებლო ვარაუდებით, გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენ მოგწონთ და რისიც ყველაზე მეტად გჯერათ. მხოლოდ მოქმედება მოგცემთ შედეგს, მხოლოდ მოქმედების შემდგომ გამოჩნდება რა არის თქვენს საქმეში კარგი და რა წარუმატებელი.

ამის შემდეგ კი შედეგის მიხედვით დახვეწეთ და კორექტირება გაუკეთეთ საკუთარ მოქმედებას, გააძლიერეთ კარგი, აღმოფხვარით ცუდი.

ჯადოსნური იდეები და იდეალური ბიზნეს-სქემები არ არსებობს, საქმე არა იდეაში, არამედ ადამიანშია, რომელიც ახორციელებს ამ იდეას. არაა სავალდებულო იდეა განსაკუთრებული და ორიგინალური იყოს, ხშირად ძალიან უბრალო, უმარტივეს იდეასაც კი საკმაოდ დიდი წარმატება და შემოსავლები მოუტანია.

ასე რომ თუ თვლით რომ ჩიხში ხართ და ფიქრობთ რა დაიწყოთ, ან რასაც დაიწყებთ, რა მოყვება ამას, უკეთესია იფიქროთ რისი გაკეთება შეგიძლიათ დღეს, ახლავე! დაიწყეთ მისი კეთება დაუყონებლივ!

თუ თქვენ გსურთ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, აუცილებელია მოძებნოთ საინტერესო ბიზნეს-იდეები, რომლებიც საჭირო შედეგებამდე მიგიყვანთ. ამისათვის უნდა გაარკვიოთ გააჩნია თუ არა თქვენს ბიზნეს-იდეას აუცილებელი პოტენციალი მოგებისა და ხანგრძლივი წარმატების თვალსაზრისით.

შედეგიანი, აზრიანი ძებნისა და დაგეგმვის შედეგად თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ საჭირო ბიზნეს-იდეებს, რის შემდეგაც საჭიროა განსაზღვროთ რამდენად ფასიანია ისინი.

 

მოიძიეთ ინფორმაცია
 

სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მუდმივად გქონდეთ აზრი იმის შესახებ, რომ აღმოაჩინოთ ახალი და პერსპექტიული ბიზნეს იდეა, არავინ იცის საიდან შეიძლება მოვიდეს იგი.

ამას გარდა ეძებეთ პუბლიკაციები, ახალი ამბები, სპეციალური ლიტერატურა, გამოიყენეთ ინფორმაციის ყველა არსებული წყარო - ინტერნეტი, წიგნები, ჟურნალები-ყველაფერი ეს თქვენ დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.

თუ საჭირო გახდა მიმართეთ კონსულტაციისთვის კონკრეტული სფეროს სპეციალისტებს.

 

ჩაიწერეთ ყველა თქვენი ბიზნეს-იდეა


ჩაიწერეთ ყველა თქვენი ბიზნეს-იდეაარა აქვს მნიშვნელობა როგორი მოგეჩვენებათ იდეა იმ მომენტში, როცა ის თავში მოგივიდათ. აუცილებლად ჩაინიშნეთ ის, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გადაიკითხეთ.

არაა გამორიცხული, რომ ის, რაც იმ მომენტში განუხორციელებლად ან ავანტიურად მოგეჩვენათ, გენიალური და ყველაზე მეტად განხორციელებადი აღმოჩნდეს. თუმცა უფრო ხშირად პირიქით ხდება, რაც უფრო მეტს ფიქრობთ იდეაზე, მით უფრო მეტ მინუსებს პოულობთ მასში და იმედგაცრუებული რჩებით.

როგორც არ უნდა იყოს, მათი ჩაწერა აუცილებელია, რადგან ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია და არის ალბათობა, რომ რომელიმე საინტერესო იდეა საერთოდ ვეღარ გაიხსენოთ. ამიტომ, ყოველთვის თან იქონიეთ უბის წიგნაკი, რომელშიც გააკეთებთ ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ჩანაწერს.

და კიდევ ერთი, მოარიდეთ თქვენი ჩანაწერები გარეშე თვალს.

 

ისაუბრეთ თქვენს ბიზნეს-იდეებზე
 

მოუყევით თქვენი იდეა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ენდობით და მის აზრს პატივს სცემთ, ან უბრალოდ ნიჭიერ პიროვნებად მიგაჩნიათ, მოუყევით თქვენს ახლო მეგობრებს, ოჯახის წევრებს. შეეცადეთ აუხსნათ იდეის არსი, პლუსები და მინუსები, რომელთაც თქვენ ხედავთ.

საქმე იმაშია, რომ ამ საუბრების მომენტში თქვენ დაინახავთ იდეის სუსტ მხარეებს, აღმოაჩენთ ახალ სიძნელეებს, რაზეც მანამდე არ გიფიქრიათ, ან პირიქით დახვეწთ იდეას და უფრო სრულყოფილს გახდით მას. ასე რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ.

 

ესაუბრეთ ადამიანებს


დაუსვით ადამიანებს ბევრი შეკითხვა, გამოკითხეთ რა პრობლემები აწუხებთ, რისი იმედი აქვთ, რაზე ოცნებობენ, რა მისწრაფებები გააჩნიათ, რა არ ყოფნით, რის შეცვლას ისურვებდნენ.

ვინ იცის, ამ საუბრების დროს მოგივიდეთ თავში იდეა, რომლსაც განახორციელებთ და მათაც დაეხმარებით.

 

განიხილეთ სხვადასხვა განსხვავებული იდეა


განიხილეთ ის ბიზნეს-იდეები, რომელიც თქვენს ინტერესს იწვევს. გაანაწილეთ, განაზოგადეთ, დაყავით კატეგორიების მიხედვით და ჩამოწერეთ ისინი.

შემდეგ სიიდან ამოიღეთ ის იდეები, რომელიც ამ მომენტისთვის აღარ, ან ნაკლებად მოგწონთ. რამდენადაც შესაძლებელია მოახდინეთ დარჩენილი იდეების კომბინირება. ეს ახალ პოტენციურ შესაძლებლობებს მოგცემთ. საბოლოო სია არ უნდა იყოს დიდი.

 

ამოარჩიეთ ყველაზე საუკეთესო და რეალური ბიზნეს-იდეა


განხილვის დროს ნუ შეჩერდებით ძალიან დიდხანს ერთი და იგივე იდეაზე. დროა უკვე ჩამოყალიბდეთ თქვენი სიიდან კონკრეტულად რომელი ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებთ.

ეს იდეა უნდა პასუხობდეს დროს და მომენტს. აგრეთვე თქვენს გონებრივ და ფინანსურ შესაძლებლობებს.

 

გამოიკვლიეთ ბაზარი. გამოიკვლიეთ თქვენი მომავალი კონკურენტები


რას აკეთებენ ისინი სწორად? რისი გაკეთება შეუძლიათ უფრო უკეთესად? რა შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენ, რომ მომხმარებელმა აქცენტი თქვენს პროდუქციაზე (მომსახურებაზე) გააკეთოს? რის დახვეწას, უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ თქვენ?

შეხედეთ ბაზრის სეგმენტს მომხმარებლის თვალით და უფრო ადვილად მიხვდებით რა ცვლილებებია საჭირო.

 

შეისწავლეთ თქვენი პოტენციური მომხმარებლები


გაარკვიეთ როგორია მათი ასაკი, განათლება, შემოსავლები, ცხოვრების სტილი. შეეცდეთ გაოგოთ მათი ინტერესთა სფერო.

შექმენით თქვენი მომხმარებლის ზოგადი სახე.

 

მოაგვარეთ დაფინანსების საკითხი


მოაგვარეთ დაფინანსების საკითხიეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, დაფინანსების გარეშე ყველაზე საუკეთესო იდეებიც კი განუხორციელებელი დარჩება...

ამიტომ დროზე მოიძიეთ ფინანსები, ისარგებლეთ დანაზოგით, დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, თქვენს ახლობელ ადამიანებს, ყველას, ვისაც უკვე აქვს წარმატებული ბიზნესი და შეუძლიათ ხელი გაგიომართონ.

თუ ასეთი ადამიანები არ გყავთ, აირჩიეთ ბანკი, რომელიც ყველაზე საუკეთესო პირობებში და დაბალ პროცენტში მოგცემთ კრედიტს.

წინასწარ გათვალეთ ყველა შესაძლო უარყოფითი ვარიანტი, რაც შეიძლება მოჰყვეს თქვენს ბიზნესს და ჩამოაყალიბეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მოემსახურებით იმ ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც სავარაუდოდ დაგრჩებათ ბანკის ან სხვა პირების მიმართ.

თუ ასეთი გეგმა არ გაქვთ, კარგად დაფიქრდით და ასჯერ გაზომეთ, მანამ კრედიტის ან სესხის აღებას გადაწყვეტდეთ.

 

შექმენით დეტალური ბიზნეს-გეგმა


მოახდინეთ ბიზნეს-გეგმის ფორმირება, განსაზღვრეთ თქვენი ბიზნესის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. წარმატებულ ბიზნესს გისურვებთ!

 

დეტალური ბიზნეს გეგმა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ